თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2015, 12:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1576,
კომენტარები: 8
ფელაინი: "რამე უნდა მოვიგოთ"
ბელგიელის აზრით "იუნაიტედმა" ტიტული აუცილებლად უნდა მოიგოს.
ფელაინი:
მარუან ფელაინის მიაჩნია, რომ მოთამაშეებს მობოდიშების უფლება აღარ ექნებათ, თუ წელს კლუბი ტიტულს ვერ მოიგებს.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფებიან და ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაში მეოთხე რაუნდში გავიდნენ.

სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველების შეძენამ და კონკურენციის გაზრდამ მარუანის სათადარიგოთა სკამზე გადაყვანა გამოიწვია, მაგრამ შარშანდელ სეზონში მან დიდი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედის" დაბრუნებაში.

2013 წელს "ევერტონიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ ფელაინი ტიტულის მოპოვების მოლოდინშია.

"რამე უნდა მოვიგოთ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. ეს დიდი კლუბია. აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

ფელაინი: "რამე უნდა მოვიგოთ"


მაგრამ, გარდა ტიტულების მოგებისა, ფელაინის სურს, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარმა ის პოზიტიურად დაიმახსოვროს.

"მინდა თქვან: "ფელაინი კარგია ადამიანია".

ბელგიელი ნახევარმცველი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით კმაყოფილია და მასთან ერთად მუშაობით სიამოვნებას იღებს, თუნდაც ამის გაკეთება მისთვის შეუფერებელ პოზიციაზე უხდებოდეს.

ფელაინი: "რამე უნდა მოვიგოთ"


"ბევრს ვიცინით, ეს ნორმალურია, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. მაგრამ მოედანზე სერიოზულად ვართ.

როცა მწვრთნელი მთხოვს სადმე ვითამაშო, იქ ვთამაშობ, მაგრამ ჩემი საუკეთესო პოზიცია ნახევარდაცვაა".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
25 სექტემბერი 2015 14:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სათანადოთ თუ შევაფასეთ, მაქსიმუმ ფა ქაფი მოვიგოთ. დანარჩენზე ძალიან გაგვიჭირდება.
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 სექტემბერი 2015 15:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბუჩქი..
პრემიერლიგა ან ლიგა? გაგვიჭირდება.. ალბათ რომელიმე თასი..
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 სექტემბერი 2015 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
მასე არც ერთი თასის მოგება არაა ადვილი. ლიდერები ვერ არიან ისეთ ფორმაში როგორშიც უნდა იყვნენ და სიტიც ვნახეთ, რომ დაუმარცხებელი გუნდია ნადმვილად არაა. ყველაფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს. მთავარია ტრამვები არ ქონდეთ ფეხბურთელებს.
0
№4
ავტორი: gilmour
25 სექტემბერი 2015 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გააჩნია გუნდი როგორ ფორმაში შევა, ვიფიქროთ პრემიერლიგაზეც, რატომაც არა, ჩვენ ვერ ვბრწყინავთ მაგრამ, სიტის თუ არ ჩავთვლით სხვები ჩვენზე უარესები არიან.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2015 15:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ოთხი ტურნირიდან რატომ არ შეიძლება ერთის მოგება, სწორედ რომ შესაძლებელია, მაგრამ პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე სხვა გუნდებზე უფრო ვიქნებით დამოკიდებული, ვიდრე საკუთარ თავზე, აი თასები კი სხვა თემაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
25 სექტემბერი 2015 15:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

5 ნომინალური მცველიდან 4 რომ დამტვრეული გეყოლება, დანანრჩენი ვითომ მცველებიდან 1 ბლინდი რომ იქნება და მეორე ვალენსია რომელ დიდ ჩემპიონატის მოგების იმედი უნდა გქონდეს კაცს :დ
0
№7
ავტორი: UTD-Rule
25 სექტემბერი 2015 17:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დეკემბრამდე თუ შევედით ფორმაში და ტრავმებიც დაგვანებებს თავს შანსები იქნება პრემიერ ლიგის მოგებას,მაგრამ ყველა ვარიანტში ნებისმიერ ტურნირზე გაგვიჭირდება წელს.

მთავარია სტაბილურობა და ნიუკასლთან,სუონსთან ქულების არ დაკარგვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2015 17:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შენი საუკეთესო მხარე ნახევარდაცვა კი არა შეცვლაზე შემოსვლა და საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლაა. დანარჩენში არ ვიცი ეს რაში უნდა გამოიყენონ. კარგად იყენებდნენ და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ამის არდა მეორე სართულზე ნორმალურად მებრძოლი არავინაა უფრო საჭირო კაცი ხდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top