პედი მაკნეირი შესაძლებლობის გაზრდის მოლოდინშია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი პატრიკ მაკნეირი თვლის, რომ "იუნაიტედს" ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რათა გააგრძელოს შედეგის ჩვენება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გრძელდება.
"წითელი ეშმაკები" 1937 წლიდან მოყოლებული დღემდე ყველა მატჩში ათამაშებდნენ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს მაინც.
უკანასკნელი ასეთი ანდრეას პერეირა გახდა, რომელმაც "იპსვიჩთან" ინგლისის თასის გათამაშებაში თავის გამოჩენა მოახერხა.
იმავე შეხვედრაში მაკნეირმა "საუთჰემპტონთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშა და როგორც მოსალოდნელია, ვერც "სანდერლენდის" წინააღმდეგ იასპარეზებს მომდევნო ტურში, თუმცა პედის მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" ტრადიციას, რომელიც 3 753 მატჩის განმავლობაში გრძელდება, "შავი კატების" წინააღმდეგაც არ დაარღვევს.
"უამრავი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, როგორიც მაგალითად, ჯესი ლინგარდი, პერეირა და ჯეიმს უილსონი არიან. თითოეული ჩვენგანი შანსის მიღების მოლოდინშია".
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებს პირველ გუნდში გამოჩენის საშუალება აქვთ. მე უკანასკნელი მოთამაშე ვარ, ვინც ეს გააკეთა და ახალგაზრდები ხშირად მეკითხებიან, თუ რას ნიშნავს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში ან გვირაბში გავლა.
მე კი უბრალოდ ვეუბნები, რომ შრომა განაგრძონ და შანსს მიიღებენ. - განაცხადა ჩრდილოირლანდიელმა.
გასულ სეზონში, როცა "იუნაიტედი" ტრავმებმა მოიცვა, ლუი ვან გაალმა პედი მაკნეირს მისცა შანსი, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე 18 ჩატარებული შეხვედრა დაგროვდა, ჯილდოდ კი, მას 2-წლიანი კონტრაქტი ერგო.
"დიდებული შეგრძნება იყო და ძალიან მოხარული ვიყავი.
ბოსი დიდებული მწვრთნელია, კარიერის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთა, ამიტომ ასეთი ადამიანის მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
ვაპირებ, თავდაუზოგავად ვიშრომო და იმედი მაქვს, უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემა.
ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ, ასე რომ, სწავლასა და ჩემი თამაშის გაუმჯობესებას ვცდილობ. უბრალოდ მინდა მოედანზე ვიყო და მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოვახდინო". წყარო:
M.E.N.