რობერტო მანჩინი გამოტყდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც არ იაქტიურა ვან პერსის ტრასნფერზე.მაგრამ მისივე განცხადებით, მან ჭკუა ისწავლა და ამის მერე ყოველთვის იაქტიურებს სატრანსფერო ფანჯარის გახსნის დროს.ამ დროისთვის ”იუნაიტედს” 12 გოლით მეტი აქვს გატანილი ვიდრე მათ ”ხმაურიან მეზობლებს”.მანჩინი თვლის, რომ ეს უპირატესობა სწორედ ჰოლანდიელის გამოა- იგი ხომ კარგ სეზონს ატარებს თავის ახალ კლუბში.
”რობინი მთავარ დამრტყმელ ძალათ ითვლება მათთვის.მას საუცხოო სტატისტიკა აქვს.ის მივიდა კლუბში და შეცვალა სიტუაცია.ძალიან გვინდოდა რობინი ჩვენთან გადმოსულიყო ზაფხულში.ვიცოდით, რომ ის გახდებოდა ჩვენი გუნდის ლიდერი.ის განსხვავებული თავდამსხმელია.”-ციტირებს მანჩინის სიტყვებს Daily Mail.
იტალიელი თვლის, რომ ”იუნაიტედი” დამსახურებლად იკავებს პირველ ადგილს პრემიერ ლიგაში.”შეიძებოდა სხვაობა არა 7, არამედ 2 ქულა ყოფილიყო.მაგრამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია.ამ ცვლილების გასნახორციელებლად კი აუცილებელია მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება სატრანსფერო ფანჯრის დროს.”
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ასევე გამოკითა მანჩინი მსაჯთან დაკავშირებული პრობლემების გამო.იგი უკმაყოფილო დარჩა მსაჯობით ”სანდერლენდთან” მატჩის დროს.იტალიელმა ”უკბინა” სერ ალექსს.”მე არ მიმიღია არანაირი წერილი ასოციაციისგან.ეს უცნაური ქვეყანაა.ალბათ მე უნდა მეყვირა მსაჯებისთვის მთელი თამაშის განვმალობაში, შემდეგ შესვენების დროს საჯაროდ უნდა განმეხილა სადავო მომენტი და არ დამსჯიდნენ.ეს ყველაფერი ხუმრობით.წინა წელი კარგი გამოდგა ჩვენი კლუბისთვის.”