თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2015, 08:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2165,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "პრობლემა მაქვს"
ლუი ვან გაალი პრობლემის გადაჭრას ცდილობს.
ვან გაალი:
ეშლი იანგს ლუკ შოუს ადგილის დაკავების შანსი მიეცემა, რაც "იუნაიტედის" მცველთა ტრავმებით იქნება განპირობებული.

ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ გუნდში მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელის პრობლემაა, რადგან მარკოს როხო და ლუკ შოუ "სანდერლენდთან" მატჩისთვის მზად არ იქნებიან.

ჰოლანდიელმა იანგი ინგლისის ლიგის თასზე ათამაშა მარცხენა მცველის პოზიციაზე და როგორც მოსალოდნელია, ეშლის იგივეს გაკეთება მოუწევს დიკ ადვოკატის გუნდის წინააღმდეგაც.

"მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელები, ლუკ შოუ და მარკოს როხო ტრავმირებულები არიან, ასე რომ, პრობლემა მაქვს. ყველა მოთამაშე შევცვალე გარდა მარცხენა ფეხით მოთამაშეებისა, ამიტომ ბლინდს საერთოდ არ დაუსვენია.

კრის სმოლინგმაც ყველა მატჩი ითამაშა, ამიტომ "იპსვიჩის" წინააღმდეგ ის ჯონსით შევცვალე. ფეხბურთელები სათადარიგოზე უნდა გადავიყვანოთ, რადგან სმოლინგმა და მატამ ყველა მატჩი ითამაშეს, მაგრამ ბლინდს ვერ გადავიყვან, რადგან ყველა ცაცია ფეხბურთელი ტრავმირებულია",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2015 09:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სანდერლენდთან თამაშმა ამ მხრივ არ უნდა შეგვიქმნას დიდი პრობლემა წესით და რატომ არ შეიძლება იანგი იდგეს. თუმცა ისიც შეიძლება, დარმიანი დადგეს მარცხნივ და ვალენსიამ დაიკავოს მისი ადგილი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 სექტემბერი 2015 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
და მაკნეირი რო დააყენოს ცენტრში და ბლინდი მარცხნივ არ შეიძლება??? თუ დაგინული აქ რო ბლინდს ცენტრალური მცველის გარდა ასრად ათამაშებს areyoukiddingme


ეს როხოც მააგრი ტიპია რაა, ორი თამაში ვერ ჩაუტარებია ისე რო ტრამვა არ მიიღოს rage
0
№3
ავტორი: AkkRed
25 სექტემბერი 2015 10:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაკნეირი მარცხნის და ის შავი მარჯვნივ არა? ან ბლინდი მარცხნივ და მაკნეირი და ჯონსი შუაში ეგეც არა? ბევრი ვარიანტია რომ იანგი არ დააყენოს და ჩვეულებრივად გამოვიდეს მოედანზე მაგრამ ამან თუ ეხლა ექსპერიმენტები არ ჩაატარა რაღა კროსვორდაა.
0
№4
ავტორი: uri13
25 სექტემბერი 2015 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
Blindi unda iyos marcxniv uechveli mevxvdebi magdens centshi vertamashobs es blindi da imena she.... Raaa :@ cenntrshi vinmes rogorveripovis bolobolo carrick daayenos es erti sheteva sanderlendi yvelastanagebs raga chventan audgeba
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 სექტემბერი 2015 10:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
და დაგინებულია რო ცაცია უეჭველი უნდა იყოს მარცხნივ?
0
№6
ავტორი: bziki
25 სექტემბერი 2015 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Jorbe-Jorbe
თუ გსმენია მაინც ვინმე მაღალი დონის მარცხენა მცველზე ვინც ცაცია არ იყო?

სანდერლენდში არაა პრობლემა გადაღლილობაშია, ეგრევე ვოლსბურგთან გვაქ სანდერლენდის მერე, და მერე ეგრევე არსენალთან გასვლა ბლინდს და სმოლინგს ისედაც არ დაუსვენიათ და ერთ კვირაში სამი თამაში თან როგორი ორი მაგ სამიდან
იანგი ჯონსი სმოლინგი(მაკნერი) ვალენსია
0
№7
ავტორი: UTD-Rule
25 სექტემბერი 2015 17:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ხვალ ჯობს იანგი დადგეს მგონი what შეტევაშიც გამოგვადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2015 17:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანგი დააყენოს ისევ, არ დაუტოვებია ძაან ცუდი შთაბეჭდილება და სანდერლენდთან მარცხენა ფლანგი პრობლემა არ უნდა იყოს მგონი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top