მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალი სხვა აზრისაა, ნახევარმცველი მარუან ფელაინი აცხადებს, რომ მოედნის ცენტრში ურჩევნია თამაში.
მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" ორი ნომინალური ფორვარდით - უეინ რუნითა და ენტონი მარსიალით დარჩნენ, ვან გაალმა განაცხადა, რომ მზად არის საჭიროების შემთხვევაში თავდასხმაში ფელაინი ათამაშოს.
ამის შემდეგ მარუანმა უკვე ჩაატარა ერთი შეხვედრა გამოყოფილი ფორვარდის რანგში, მაგრამ სამახსოვრო ვერაფერი გააკეთა. ბელგიელის თქმით, მისთვის სიღრმეში მოქმედება უფრო მისაღება.
"სადაც არ უნდა დამაყენოს მთავარმა მწვრთნელმა, ყველა ზონას დავფარავ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მოედნის ცენტრში მირჩევნია თამაში", - განაცხადა ფელაინიმ.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.