ანდრეას პერეირამ აღიარა, თუ როგორ სთხოვა ხუან მატას ჯარიმის შესრულების უფლება დაეთმო, რის შემდეგაც ბრაზილიელმა "წითელი ეშმაკების" რიგებში პირველი გოლი გაიტანა.
"ხუანს ბურთის დათმობა ვთხოვე და მანაც მომცა. ერთად ვვარჯიშობდით და მენდო. ჩემთვის განსაკუთრებულია პირველი გოლის გატანა, მით უმეტეს სტრეტფორდ ენდის ქვეშ საჯარიმო დარტყმიდან. ოცნება ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახის, მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენისა და კლუბისთვის კარგი საქმის გაკეთების გამო".
გასული სეზონის რეზერვების წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხსნის, თუ როგორ დაეხმარა მას 21-წლამდელთა გუნდში თამაში "იუნაიტედის" რიგებში პირველი სრული მატჩის ჩატარებაში.
"ვფიქრობ, დამეხმარა. ცოტათი ეჩვევი მოედანსა და სტადიონს, მაგრამ ფანები განსხვავდება. იმედი მაქვს, კარგ თამაშსა და პროგრესირებას გავაგრძელებ".
პერეირა "იფსვიჩთან" დაპირისპირებამდე გასული წლის მატჩს იხსენებდა, რომელშიც "იუნაიტედი" "მკ დონსის" წინააღმდეგ დამარცხდა. "გასული წელი არ იყო კარგი, გავვარდით და წელს არ გვინდოდა ასე მომხდარიყო. კარგად მოვემზადეთ".
Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქომაგთა ხმების 55%-ის მიღების შედეგად ანდრეასი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.