თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2015, 03:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1765,
კომენტარები: 9
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი "იფსვიჩ თაუნთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელეარხსა და ჟურნალისტებს ესაუბრა.

ბედნიერი მწვრთნელი

"შედეგი დიდებული იყო. ტრავმები არ გვაქვს. შევიყვანე მოთამაშეები, მათი როტაცია მოვახდინე. ფილ ჯონსმა ბევრი წუთი ითამაშა, ასე რომ, ბედნიერი მწვრთნელი ვარ".

პროგრესი მნიშვნელოვანია

"გასულ წელს "მილტონ კეინს დონსის" წინააღმდეგ გასვლაზე მატჩის შემდეგ გავვარდით. იმ დროს მრავალი ტრავმირებული გვყავდა და ჩემი მეორე გუნდით ვითამაშე. გავვარდით და გულშემატკივარი უსიამოვნო დარჩა. ვფიქრობდი, რომ სხვაგვარად უნდა მოვქცეულიყავი. სახლში ვთამაშობდით, ამიტომ ქომაგისთვის, ჩვენი ქომაგისთვის სასიამოვნოდ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი. ამაში წარმატებას მივაღწიეთ და ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა. ტრავმები არ გვაქვს, მოვიგეთ და მომდევნო რაუნდში ვართ".

დიდებული გოლები

"პირველი გოლი ყველაზე მეტად მომეწონა, რადგან დეილი ბლინდმა ფანტასტიკური პასი მისცა, ხოლო უეინ რუნიმ ფანტასტიკურად შეასრულა, რადგან ეს ადვილი არ იყო. ჯარიმა მშვენიერი იყო, მაგრამ ვიცით, ეს პერეირას ნიჭია, სწორედ ამიტომ შეუძლია დაარტყას ჯარიმები. რა თქმა უნდა, შემდეგი იყო ენტონის გოლი. ბოლო 15 წუთში სივრცეები სულ უფრო და უფრო დიდი იყო, ამიტომ გაუადვილდა".

პერეირას თამაში

"ხელახლა უნდა შევაფასოთ. მატჩში დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ჯარიმებს ფანტასტიკურად ასრულებს. ამაზე ვარჯიშობდა. სხვა ფეხბურთელების მსგავსად, პერეირასაც აქვს რაღაც გასაუმჯობესებელი".

მოკრძალებული მარსიალი

"რთული არ არის, რადგან ის ძალიან მოკრძალებული ფეხბურთელია. იცის, რომ გატანა შეუძლია და ეს თანმხლები მოთამაშეების დამსახურებაცაა. მისთვის ორჯერ გავაადვილეთ ამის გაკეთება, რადგან ვიგებდით და ამ დროს სივრცეები იზრდება. მისი სისწრაფისა და სიმშვიდის წყალობით, გატანა შეუძლია. ასე გააკეთა "ლივერპულის" წინააღმდეგ და ახლაც. ბედნიერები ვართ, მაგრამ მეცხრე ცაზე არ უნდა ავფრინდეთ".

ჯონსის დაბრუნება

"ფილს წინასწარ ვკითხე, თუ რამდენი წუთის თამაში შეეძლო მისი აზრით. 20, 30... უფრო მეტი ეგონა! ადვილი არ არის ამის გაკეთება, მაგრამ მატჩის შემდეგ ვკითხე, გრძნობდა თუ არა თავს კარგად და მითხრა, რომ გრძნობდა. ადვილად შეეძლო მეტი დროის განმავლობაში თამაში, ასე რომ, ეს კარგის ნიშანია".

"ბორო" მეოთხე რაუნდში

"ჩემპიონშიპის ტოპ-კლუბია. მათ შესახებ ბევრი რამ არ ვიცი. სკაუტი მოახდენს მოწინააღმდეგის ანალიზს, როგორც ეს "იფსვიჩის" შემთხვევაში გააკეთა. ერთ-ერთი ტოპ-კლუბია, ამიტომ ადვილი არ არის. შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ სახლში ვითამაშებთ. ბევრს ვმოგზაურობთ, ასე რომ, კარგია სახლში დარჩენა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2015 03:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისე თამაშამდე მაგარი რამ თქვა, შარშან მეორე რაუნდში გამოვვარდით, ამიტომ უკვე გვაქვს უკეთესი შედეგიო. თითქმის არ იყო ძირითადის ხალხი სასტარტოში და დაისვენეს. ახლა სანდერლენდია და იქაც არა მგონია ღირდეს ყველას გამოყვანა და გუნდის გადაღლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: floyd41k
24 სექტემბერი 2015 03:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
Rooney mainc mkvdari iyoo

Sagol rojo es statia magrad mainterrsebda
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 სექტემბერი 2015 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეტყობა რო გახარებულია ძაან და შედეგითაც და თამაშითაც კმაყოფილია ღაბაბა wink
0
№4
ავტორი: AkkRed
24 სექტემბერი 2015 10:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სანდერლენდთან ქულების დაკარგვა არ ღირს, ამიტომ ოპტიმალურ ვარიანტში ღირს როტაცია.
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 სექტემბერი 2015 11:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სანდერლენდთან ქულების დაკარგვა არ ღირს, ასე რომ ოპტიმალური შემადგენლობა უნდა გამოვიდეს. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია, ამა თუ იმ ფეხბურთელის შეცვლა.
0
№6
ავტორი: UTD-Rule
24 სექტემბერი 2015 11:31
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
თამაშზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი იმიტო,რომ ნომრალურად არ მინახავს,მაგრამ ბევრი კარგი რამ მოხდა

პერეირას და მარტიალის გოლები
ჯონსი დაბრუნება

თან შეტევაში შედარებით კარგად ვითამაშეთ. სანდერლენდთან უპრობლემოდ უნდა მოვიგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Mufc7
24 სექტემბერი 2015 11:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა ბედნიერია და ჩვენც როგორი გახარებულები ვართ love მაგრამ მართალია, მეცხრე ცაზე არ უნდა ავფრინდეთ და შემდეგი თამაშებისთვის მოვემზადოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Best 7
24 სექტემბერი 2015 13:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Opaa midlsboros ultrasebi gaaqtiurdebian axla
0
№9
ავტორი: GeorgeBest
24 სექტემბერი 2015 16:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან ფარჩაკი გუნდი გამოდგა, უფრო დიდი ანაგარიშით უნდა მოეგოთ მაგრამ მაინც არ გვითამაშია სვარკა, ამათთან მაინც ვუყურო ფეხბურთს (ჩანაწერი ვნახე მაგრამ მაგანაც გაასწორა derphappycry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top