მორგან შნეიდერლინს სურს "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშის რანგში რამდენიმე თასი მოიგოს და ათვლა ინგლისის ლიგის თასიდან დაიწყოს.
შნეიდერლინს საშუალება ექნება "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად პირველი ტიტული მოიგოს ტურნირისა, რომლის ფინალური შეხვედრა მომდევნო წლის 28 თებერვალს შედგება, მაგრამ ფრანგი აცნობიერებს, რომ მატჩების მოგება დღევანდელის მსგავსად ძალიან რთული იქნება დამოუკიდებლად იმისა, დაბალი დივიზიონის გუნდს ეთამაშება თუ არა.
"ძალიან რთული მატჩებია. "იპსვიჩი" "ოლდ ტრაფორდზე" იმ აზრით ჩამოვა, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ისინი ყველაფერს დათმობენ. დიდი მატჩი იქნება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. გასულ წელს "მკ დონსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩს ვუყურე და არავის უნდა ამ ყველაფრის გავლა კიდევ ერთხელ". - განაცხადა შნეიდერლინმა.
მორგანი ფიქრობს, რომ "იუნაიტედის" გეგმაში ყველა თასის მოგება შედის, მაგრამ ამისთვის მრავალ გუნდთან მოუხდება კონკურენციის გაწევა.
"თითოეული მოთამაშე თასის მოსაგებად არის აქ და ყველას გვსურს ტურნირების მოგება, მათ შორის ინგლისის ლიგის თასისაც, სერიოზულად. ყველა თასზე გვინდა თამაში, თუნდაც ყოველ სამ დღეში მოგვიხდეს მატჩის ჩატარება. ძლიერები ვართ და დიდი გუნდი გვყავს, ამიტომ ყველას შეუძლია ყოველ სამ დღეში თამაში და რაც შეიძლება მეტი თასის მოგება".