"მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მონაკოდან" ფრანგი ვუნდერკინდი, ენტონი მარსიალი შეიძინა 36 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, რასაც მაშინვე დიდი აურზაური მოჰყვა. ფრანგი თინეიჯერის ტრანსფერზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა "იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დიადი სერ ალექსის აზრია.
შოტლანდიელი სპეციალისტის აზრით, მარსიალის ღირებულება სულაც არ არის გადამეტებული და სასაცილო, როგორც ამას ბევრი აღიქვამს:
"სასაცილო? დღესდღეობით, ეს ასე ნამდვილად არ არის"
ფერგიუსონი მის დროინდელ და ახლანდელ "იუნაიტედს" ადარებს და აღნიშნავს, თუ რამდენად გაიზარდა გუნდი ფინანსურად, რაც აძლევს საშუალებას ტრანსფერებში დიდი თანხები დახარჯოს.
"როდესაც "იუნაიტედში" მივედი, კლუბი მხოლოდ ბილეთების გაყიდვისგან შემოსული ფულით საზრდოობდა - წარმოიდგინეთ! ჩემი პირველი შენაძენი ვივ ანდერსონი და ბრაიან მაკლეირი იყვნენ, მათში 1 მილიონი გადავიხადეთ, ხოლო შემდეგ მარკ ჰიუზი გადმოვიბირეთ 1.8 მილიონის სანაცვლოდ.
1986 წელს კლუბის ბიუჯეტი 10 მილიონს შეადგენდა, მაშინ როცა ახლა 2 მილიარდზეა საუბარი. მსოფლიო ფეხბურთი ფინანსური კუთხით რადიკალურად შეიცვალა, სწორედ ამიტომ არ მიკვირს."
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.