თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2015, 14:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1682,
კომენტარები: 9
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალის კომენტარი სათასო მატჩის წინ.
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ მისი გონება მთლიანად "იპსვიჩ თაუნთან" დაპირისპირებისკენაა მიპყრობილი, რადგან სურს "უემბლის" მიუახლოვდეს.

გასვლაზე "საუთჰემპტონის" დამარცხების შემდეგ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგაში მეორე ადგილს იკავებენ და წარმატების მიღწევას ეცდებიან სათასო მატჩში, რათა ამჯერად შარშანდელისგან განსხვავებით პირველივე მატჩში ტურნირზე ასპარეზობის უფლება არ დაკარგონ.

მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ვან გაალმა განაცხადა: "გასულ წელს მეორე რაუნდიდანვე გამოვვარდით. წელს მესამე რაუნდში ვართ, ასე რომ, უკვე გავცდით შარშანდელ შედეგს, მაგრამ ვფიქრობ, ყველა თასისთვის უნდა იბრძოლო, რის გაკეთებასაც ვაპირებთ.

იმედი გვაქვს, ლიგის თასზე დიდხანს ვითამაშებთ. სწორედ ამიტომ მჭირდება დასვენებული გუნდი და ვიმედოვნებ, "იპსვიჩ თაუნს" დავამარცხებთ. მათი თამაში ვნახე, ამ გუნდის ანალიზი მოვახდინეთ, მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და გუნდურად თამაშობენ. ვფიქრობ, პირდაპირ თავდამსხმელებზე იქნება აგებული მათი თამაში და ეს დაცვისთვის ყოველთვის რთულია. გასულ წელს "პრესტონ ნორტ ენდი" და "კემბრიჯ თაუნიც" ასე აკეთებდნენ, მაგრამ მათი დამარცხება შევძელით".


როცა უთხრეს, რომ მიკ მაკკარტიმ აღნიშნა, რომ მისი ყურადღება ჩემპიონშიპის მატჩისკენაა მიპყრობილი, რომელსაც "იპსვიჩი" "ბრისტოლ სიტის" წინააღმდეგ გამართავს, ვან გაალმა იგივე ვარიანტი მის შემთხვევაში გამორიცხა.

"არა, მე ასე არ ვარ. ყოველი თამაშის მოგება მსურს და "სანდერლენდთან" შეხვედრა ამის შემდეგ მოდის. ახლა მხოლოდ იმ მატჩი ვფიქრობ, რომელიც სათამაშებელი გვაქვს და ფეხბურთელებსაც იგივე ვთხოვე, რადგან "იპსვიჩის" დამარცხება გვინდა".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 სექტემბერი 2015 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია კარგი თამაშით და რაც მთავარია კარგი ანგარიშით მოიგებენ.
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 სექტემბერი 2015 15:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია ქაოსურად და ლივერპულივით არ ითამაშებენ.
0
№3
ავტორი: zurazura
23 სექტემბერი 2015 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
3 qula isev
0
№4
ავტორი: UTD-Rule
23 სექტემბერი 2015 16:38
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მთავარია ახალგაზრდები ათამაშოს.

წელს საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს სათადარიგოთა სკამზე და იმედია ყველა ტურნირზე ვიბრძოლებთ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2015 17:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სერიოზულად მოეკიდებიან იმედია ამ თამაშს და უაზროდ არ გამოვარდებიან, ტიტული ტიტულია, მერამდენე სეზონი უნდა გავიდეს უტიტულოდ. ვან გაალსაც სჭირდება ეს თასი
0
№6
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2015 17:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
zurazura,
თასის თამაშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Mufc7
23 სექტემბერი 2015 20:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ახალგაზრდებისთვის მინდოდა მიეცა შანსი და იმედია, იზამს ასეც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: chudikone
23 სექტემბერი 2015 21:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერა ათამაშე ღლუი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: AkkRed
24 სექტემბერი 2015 10:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სულ ესეთი შემართებით გამოიყვანე ფეხბურთელები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top