"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ლუკ შოუ საავადმყოფოდან გაწერეს და გამოჯანმრთელების პროცესს სახლში გააგრძელებს.
20 წლის მცველმა ერთი კვირის წინ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში პსვ-ს წინააღმდეგ ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.
ეინდჰოვენში ორი ოპერაციის გაკეთების შემდეგ შოუ სამშობლოში დაბრუნდა. მას შემდეგ ლუკი მანჩესტერის საავადმყოფოში მკურნალობდა - ექიმებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ჭრილობაში ინფექცია არ შეიჭრებოდა.
Sky Sports-ი იტყობინება, რომ გუშინ შოუს საავადმყოფოს პალატის დატოვებისა და სახლში დაბრუნების უფლება მისცეს. ახლა შოუ გატეხილი ძვლების გამრთელებას ელოდება, რათა რეაბილიტაციის კურსს შეუდგეს.
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, გამოჯანმრთელებისთვის მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.