მარკოს როხო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს.
აგვისტოში "წითელი ეშმაკების" ვარჯიშზე დაგვიანებამ არგენტინელს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დააკარგვინა. საწყისი წუთებიდან მარკოსმა მხოლოდ გასულ უქმეებზე ჩაატარა პირველი მატჩი.
ჭორების თანახმად, როხო შექმნილი მდგომარეობით ბედნიერი არ არის და იანვარში კლუბის დატოვება სურდა. თუმცა აგენტი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ როხოს "ოლდ ტრაფორდზე" ყველაფერი აკმაყოფილებს.
"ვფიქრობ, მისი შესაძლო წასვლის განხილვა არ ღირს. მარკოსი ბედნიერია "მანჩესტერ იუნაიტედში" და კლუბის დატოვებას არ აპირებს", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა, კარლოშ გონსალვეშმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.