სერ ალექს ფერგიუსონმა ტელეარხ Sky Sports თავის ახალ წიგნთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა და მასში ლუი ვან გაალის პრესკონფერენციის შესახებაც ისაუბრა.
"ასეა თუ ისე, ყველა მწვრთნელი განსხვავდება ერთმანეთისგან", - განაცხადა ფერგიუსონმა ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია ბრიტანულ არხზე დღეს გამოვა - "თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ფილოსოფია და მტკიცებულება. სხვადასხვანაირად ვაკეთებთ მთელ საქმეს, სხვადასხვანაირად ვირჩევთ შემადგენლობას და სხვადასხვანაირად ვაფასებთ ფეხბურთელის დონეს.
ლუის "ბაიერნსა" და "ბარსელონაში" მუშაობის დიდებული ისტორია აქვს, ის, რა თქმა უნდა, ნიჭით დაჯილდოებული მწვრთნელია. ძალიან მიყვარს მისი პრესკონფერენციები, უბრალოდ შესანიშნავია! წარმომიდგენია, როგორ იწყებენ ჟურნალისტები სკამზე ქანაობას, როცა ლუი მათ შეკითხვებს პასუხობს. მას აქვს თავდაჯერებულობა, რომელიც პრესასთან ურთიერთობისას აუცილებელია.
ლუის აქვს გამოცდილება, იცის რასაც აკეთებს. დრო დასჭირდება, რადგან ყველა მწვრთნელი განსხვავებულია. დროა საჭირო, რათა ჩემი წასვლის შემდეგ საკუთარი გუნდი ააშენოს".