თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2015, 21:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 13
სერ ალექს ფერგიუსონმა ახალი წიგნი გამოსცა
შოტლანდიელმა ლეგენდამ "ლიდერობა" დაასრულა.
სერ ალექს ფერგიუსონმა ახალი წიგნი გამოსცა
გუშინ სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ახალი წიგნი წარადგინა, სახელწოდებით "ლიდერობა", რომელშიც რამდენიმე საინტერესო ისტორიის შესახებ მოგვითხრო.

შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე წიგნია, რომელიც სერ ალექსმა პენსიაში გასვლის ორი წლის განმავლობაში გამოსცა - როგორც ავტობიოგრაფია, ეს წიგნიც ბესტსელერად იქცევა. ფერგიუსონის რამდენიმე გამხელილი ამბავი გულშემატკივარს აუცილებლად დააინტერესებს.

სერ ალექსი თავის წიგნში შემდეგ თემებზე ისაუბრებს:

1) პოლ პოგბას გადასვლა "იუვენტუსში"

2012 წელს პოლ პოგბა, რომელიც ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. სერ ალექსს არ სურდა პოლის გაშვება და თვლის, რომ ფეხბურთელს გონება მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ აურია.

2) უეინ რუნის ხელფასი

2010 წლის ოქტომბერში უეინ რუნიმ "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით კვირაში 180 ათას ფუნტს იღებდა ხელფასის სახით. ეს მალე მოხდა იმ დღიდან, როცა რუნიმ ტრანსფერზე დაყენება ითხოვა. სინამდვილეში, "იუნაიტედი" მზად იყო რუნისთვის მეტიც კი გადაეხადა, მაგრამ ფერგიუსონი ჩაერთო საქმეში.

3) "იუნაიტედში" მარიო ბალოტელის არ შეძენა

იმავე 2010 წელს ფერგიუსონმა მარიო ბალოტელის მოწვევა ისურვა, მაგრამ საბოლოოდ არ გარისკა და იტალიელი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

4) თავის მემკვიდრედ გვარდიოლას ხილვის სურვილი

როცა 2013 წელს ფერგიუსონმა პოსტი დატოვა, "იუნაიტედი" დევიდ მოიესმა ჩაიბარა. მაგრამ ფერგიუსონის პირველი არჩევანი ხოსეპ გვარდიოლა იყო, რომელსაც 2012 წელს ნიუ-იორკის რესტორანში შეხვდა.

5) დევიდ მოიესის წარუმატებლობა

2013 წელს, როცა ფერგიუსონი წავიდა, "იუნაიტედმა" მისი რეკომენდაციით დევიდ მოიესი მოიწვია, რომელიც ერთ წელსაც კი ვერ გაჩერდა. ამას სერ ალექსი იმით ხსნის, რომ ძველ სამწვრთნელო შტაბზე უარი თქვა და ისინი ახლებით ჩაანაცვლა.

6) მწვრთნელი გიგზის პერსპექტივა

ლუი ვან გაალის მემკვიდრედ რაიან გიგზი მოიაზრება. ფერგიუსონს სჯერა, რომ მის ყოფილ შეგირდს დიდი მომავალი აქვს.

7) მსოფლიო დონის ფეხბურთელები

ფერგიუსონი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ 26 წლიანი სამსახურის განმავლობაში მან მხოლოდ 4 მსოფლიო დონის მოთამაშე გაწვრთნა.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 სექტემბერი 2015 21:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რომელი 4 ნეტა?
0
№2
ავტორი: tedore
22 სექტემბერი 2015 21:50
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
კანტონა გიგზი სქოულზი და რონალდო ეს ოთხი დაასახელა. თუმცა მე ბექჰემსაც მივამატებდი
0
№3
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2015 21:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მემგონი, ძალიან დამაინტრიგებელი თემებია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2015 22:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესზე მაინტერესებს რას წერს ან რას ფიქრობდა მაგის მოღვაწეობაზე. ბევრი ფიქრობს რომ მოიესს კიდევ უნდა ჰქონოდა შანსი
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 სექტემბერი 2015 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნეტა ქართულად როდის გამოვა??? recourse

კიდე კაი მართლა არ მოათრია ბალოტელი wink
0
№6
ავტორი: Mufc7
22 სექტემბერი 2015 22:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ფერგის ნებისმიერი წინადადება საინტერესოა ხოლმე და ეს წიგნიც რომ ასეთი იქნებოდა, ეჭვიც არ მეპარებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Count Alucard
22 სექტემბერი 2015 23:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Mufc7,
ჯერ რა იცი რა იქნება smile არ მიყვარს ასე წინასწარ რო გამოხტებით და იძახით ხოლმე რაღაცებს რა smile
0
№8
ავტორი: Best 7
22 სექტემბერი 2015 23:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dzalian saintereso wigni iqneba ! Aucileblad wavikitxav
0
№9
ავტორი: Mufc7
23 სექტემბერი 2015 01:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Count Alucard,
აუუ wink მე ყველაფერი ვიცი რაა smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: AkkRed
23 სექტემბერი 2015 10:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

არა და მე ვფიქრობ, რომ ფერგის ხელში ბალოტელი მაგარი ჭკვიან ფეხბურთელად იქცეოდა.


საინტერესო წიგნი ჩანს და ველოდები მის პრეზენტაციას საქართველოში 1-2 წელში :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top