"ახალგაზრდა ეშმაკებმა" მორიგი გამარჯვება იზეიმეს.
გუშინ, 21 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 წუთზე გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, რომელშიც ერთმანეთს "იუნაიტედისა" და "ევერტონის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
მატჩი მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილმა მაყურებელმა ოთხი გატანილი გოლი იხილა, აქედან სამი "ლივერპულელების" კარში.
შეხვედრის 22-ე წუთზე ანგარიში ჯეიმს უილსონმა გახსნა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მე-2 ნახევრის დაწყებიდან 7 წუთში ჯესი ლინგარდმა "იუნაიტედის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 66-ე წუთზე ჯეიმს უეირმა მესამედ აიღო "ევერტონის" კარი და მატჩის ყოველგვარს ინტრიგას წერტილი დაუსვა. რაც შეეხება "ევერტონს", "კანფეტების" მცდელობამ შედეგი 75-ე წუთზე გამოიღო, როდესაც დაისონმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.
შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან სამი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას: სემ ჯონსტოუნი, ჯეიმს უილსონი და ჯესი ლინგარდი, სამივე მათგანმა შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" 3:1გოლები: უილსონი 22წთ, ლინგარდი 52წთ, უეირი 66წთ. - დაისონი 75წთ.
შემადგენლობა:ძირითადი: ჯონსტოუნი. ვარელა, ლავი, თუანზებე, ბორთვიქ-ჯექსონი. ფონსუ-მენსა (რედმონდი 78წთ), გასი, უეირი, ჰაროფი, ლინგარდი. უილსონი.
შეცვლაზე არ შემოსულან: ჟ.პერეირა, ელ-ფიტოური, რაილი, ფლეტჩერი.
"
იუნაიტედის" რეზერვებმა პრემიერ ლიგის ეგიდით, რიგით მე-2 მატჩი ჩაატარეს, რომლის შემდეგაც მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლეს, თუმცა მათ სამი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული."იუნაიტედი" შემდეგ შეხვედრაში ლიდერ "სანდერლენდს" ესტუმრება. შეხვედრა 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 წუთზე გაიმართება.