პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" სამი მოთამაშე მოხვდა. გასულ ტურში "იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებას მიაღწია, ანგარიშით 2-3.
შეხვედრაში თავის გამოჩენა ხუან მატამ და ენტონი მარსიალმა შეძლეს. ასევე, ბრწყინვალე იყო "იუნაიტედის" კარის დარაჯი, დავიდ დე ხეა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან და დამსახურებულათაც მოიპოვა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი.