"მისი უჰაერესობა". "საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"სენტ მერიზე მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური განხილვა.
"მისი უჰაერესობა, დავიდ დე ხეა!" - კომენტატორი, დენის კაზანსკი.
შემადგენლობებიმასპინძლები თავიანთვის ჩვეული 4-2-3-1 სქემით თამაშობდნენ. მატჩის წინ "საუთჰემპტონის" ლაზარეთში ხუთი მოთამაშე იმყოფებოდა, მათ შორის მეკარე ფრეიზერ ფორსტერი და მარცხენა მცველი რაიან ბერტრანი - ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები. მათ ნაცვლად კუმანმა შესაბამისად სტეკელენბურგი და ტარგეტი დააყენა.
"იუნაიტედის" მთავარი დანაკარგი გახდა შოუ, რომლის ადგილი მარცხნივ როხომ დაიკავა; ტკივილის გამო მატჩი ჯონსმაც გამოტოვა. გუნდის ძირითადს დაუბრუნდა რუნი, რომელმაც მარსიალის უკან ითამაშა, ხოლო საყრდენ ზონაში ვან გაალმა შნეიდერლინი და კერიკი გაამწესა.
მატჩის მსვლელობა"იუნაიტედმა" ტრადიციულად ფსონი ბურთის კონტროლზე გააკეთა, რითაც მოწინააღმდეგემ არა ბანალური "ავტობუსით", არამედ ძალიან აქტიური და მაღალი პრესინგით უპასუხა მეტოქის ნახევარზე - კუმანის ბიჭების ფიზიკურმა მომზადებამ აღტაცება გამოიწვია. მოედნის ცენტრის კონტროლი ფორმალურად "წითელ ეშმაკებს" შერჩათ", მაგრამ ამისგან რაიმე სახის დივიდენდების მოძიება "იუნაიტედმა" ვერ შეძლო - "საუთჰემპტონი" ძალიან კარგად თამაშობდა უბურთოდ და სტუმრებს შეტევისა და ნახევარდაცვის დაკავშირების უფლებას არ აძლევდა; ამავდროულად, ნებისმიერი წართმევა "წმინდანთა" მხრიდან 4-5 მოთამაშის თავდასხმას იწვევდა.
"საუთჰემპტონი" ასევე იყენებდა "იუნაიტედის" ფლანგის მოთამაშეების ცალსახად წარუმატებელ თამაშს და შეტევის ფრონტს მაქსიმალურად წელავდა. ამასთან ერთად, მასპინძლები კარგად იცავდნენ თავს და მოწინააღმდეგეს მხოლოდ ორი მომენტის შექმნის უფლება მისცეს: პირველი მოხდა კუთხურის უჩვეულოდ გათამაშების შემდეგ, მეორე მატას გოლით დასრულდა.
ვან გაალის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: "იუნაიტედმა" მოედნის ცენტრში უკეთ მოახერხა ბურთის დაჭერა (45 გადაცემა მატას გოლის წინ), ვალენსიამ მარჯვენა ფლანგს საიმედოობა შემატა. ჩანდა, თითქოს სტუმრებმა საბოლოოდ აიღეს მატჩის სადავეები, მაგრამ მესამე გოლის შემდეგ ინიციატივა დათმეს, რამაც პელეს დუბლი და ძალიან ნერვიული დასასრული გამოიწვია.
სეზონის განმავლობაში "იუნაიტედმა" პირველად ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის საგრძნობლად დაჯაბნა ბურთის ფლობაში - 49,2% 50,8%-ის წინააღმდეგ.
დაცვა"იუნაიტედის" დაცვამ სეზონის უცუდესი მატჩი ჩაატარა და "სენტ მერის" გაზონის თითქმის ყოველ კვადრატზე დამარცხდა.
სქემაზე წარმოდგენილია მატჩის ყველა საჰაერო ორთაბრძოლა. "მანჩესტერმა" თავის საჯარიმოში 6-დან 5 დუელი წააგო - ციფრები თავად მეტყველებს.
სმოლინგსა და ბლინდს მატჩის განმავლობაში არც ერთი წართმევა არ განუხორციელებიათ, ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდათ პელე, თამაშის გამწვავებისთვის მათი მცდელობები ან წარუმატებელი იყო, ან არაპროდუქტიული.
ტადიჩს თავის ფლანგზე თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა, დარმიანი სტატისს ჰგავდა, რომლის მოტყუება ადვილი უნდა ყოფილიყო ცრუ მოძრაობით ან ჩვეულებრივი აჩქარებით. სერბის ასეთი უპირატესობის კვალზე მატეო არც კი ფიქრობდა შეტევის მხარდაჭერაზე. აი ასე არჩევდა დარმიანი პოზიციას:
როხომ აჩვენა, თუ რატომ არ მიიჩნევდა მას ვან გაალი ძირითად ფეხბურთელად - საშინელი პოზიციური შეცდომა პირველი გოლის ეპიზოდში, კლატენბურგის მიერ დაუნიშნავი პენალტი, შეტევისთვის მხარდაჭერის შეუძლებლობა - არგენტინელი მცველის სუსტი თამაში. მაკნეირმა, რომელმაც როხო შეცვალა, თავი მთელი მოედნის გავლით ეფექტური რეიდით დაგვამახსოვრა და ასევე თავისი სტატიკურობით პელეს მეორე გოლის ეპიზოდში.
"მანჩესტერის" ბნელი სამეფოს ნათელი სხივი ანტონიო ვალენსია გახდა - მეორე ტაიმში დავიდ დე ხეას კარს მარჯვენა ფლანგიდან ხიფათი არ დამუქრებია. ანტონიომ რამდენიმე საჰაერო ორთაბრძოლა წააგო და რამდენიმეჯერ დაკარგა მოთამაშე თავის ფლანგზე, როცა დასახმარებლად საყრდენებთან მიდიოდა - ეკვადორელის ტრადიციული სისუსტეები. თუმცა "საუთჰემპტონმა" ამით ვერ ისარგებლა. მეორეს მხრივ, ვალენსიას მოტყუების ყოველგვარი უპერსპექტიულობის გაგების შემდეგ, შეტევები მეორე ფლანგზე გადავიდა, საიდანაც გოლი გავიდა.
საყრდენი ზონადღევანდელ "იუნაიტედში" მცველთა შეცდომების უმრავლესობა თავისებურად მოედნის ცენტრის მოთამაშეების ლაკმუსურ ქაღალდს ემსახურება, მათ ხომ პირველებმა უნდა მიიღონ მეტოქის დარტმა. "საუთჰემპტონთან" მატჩი ამას იდეალურად ადასტურებს:
კერიკი მოედნის ცენტრში ამ ღამეს უსარგებლო აღმოჩნდა.
შნეიდერლინი თავის მხრივ ჩაშლაზე იყო პასუხისმგებელი და მაიკლზე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, პრაქტიკულად მარტო უმკლავდებოდა "წმინდანთა" ზეწოლას საშუალო ხაზში - 4 გამოტანა, 3 წართმევა, 95% პასების სიზუსტე. მორგანის აქტივში შეგვიძლია შევიტანოთ სტეკელენბურგის კარის მიმართულებით სახიფათო დარტყმა მატას დარტყმის შემდეგ. თუმცა ისიც კი, მიუხედავად დადებითი სტატისტიკისა, საეჭვოა, კმაყოფილი იყოს საკუთარი თავით.
შვაინშტაიგერის გამოსვლით სიტუაცია გაუმჯობესდა, რისი აპოფეოზიც გახდა გაწელილი, ჰიპნოზირებული შეტევა გვარდიოლას "ბარსელონას" სტილში. მთავარი გამამწვავებელი პასი სწორედ ბასტიანმა გააკეთა.
თავდასხმამატა ხანდახან უსუსურად გამოიყურებოდა - ესპანელის აქტივში გოლის გარდა შეიძლება შევიტანოთ შნეიდერლინისთვის ზემოხსენებული პასი. ხუანი ვერ პოულობდა მხარდაჭერას, ხანდახან აყოვნებდა თამაშს და ყოველთვის, რაც მისთვის უცნაურია, ვერ იღებდა ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს:
რუნი და მარსიალი ერთად გარბიან "საუთჰემპტონის" მცველთან, მაგრამ მატა აწვდის დეპაის, რომლის ძლიერი მხარე თავით თამაში არ არის - შემთხვევა, როცა მარტივად თამაში უკეთესია.
მემფისი გუნდისგან განცალკევებით აგრძელებს თამაშს - 3 წარუმატებელი მოტყუება, კარისკენ დარტყმა პირველივე შესაძლებლობით (4 დარტყმა - მხოლოდ ერთით ნაკლები, ვიდრე რუნის, მატასა და მარსიალს ერთად აღებულთ), სუსტი თამაში დაცვაში. "იუნაიტედის" სისტემაში ჰოლანდიელის ინტეგრაცია მტკივნეულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით შემადგენლობაში ადგილდაკარგული იანგის ფონზე.
რუნი ძალიან უნიათოდ გამოიყურებოდა - მას არ გამოსდიოდა შექმნა, მისი შეწევა ცენტრში ბურთის ძიებაში არანაირად არ ამსუბუქებდა ნახევარმცველთა ცხოვრებას, სტუმრების რამდენიმე პესპექტიული კონტრშეტევა "იუნაიტედის" კაპიტნის მოქმედებების შედეგად "ჩაკვდა" - დროის გაწელვის მცდელობა ან ტექნიკურად თამაში იქ, სადაც სისწრაფე იყო საჭირო.
მაგრამ "იუანიტედის" თავდასხმაც არ დარჩა გმირის გარეშე. თუ მარსიალის სტატისტიკას გადავხედავთ, მაშინვე ცხადი ხდება, რომ ტოტალური ფეხბურთი არ უთამაშია - 57% პასების სიზუსტე, შესაძლოა, ვან გაალს ღამის კოშმარებში ესიზმრება, მაგრამ ფრანგი აკეთებდა იმას, რასაც მისგან ითხოვდნენ - იტანდა, როცა ეს აუცილებელი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო თამაშგარის გამო, მეორე კი იოსიდას საჩუქარი გახდა - 19 წლის ბიჭის მიერ ასეთი ცივსისხლიანობის გამოჩენა, რომელზეც კოლოსალური ძალით ახდენდნენ ზეწოლას პრესისა და საზოგადოების წევრები, მეტყველებს დიდებულ სტრესთან გამკლავებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ენტონის მაქსიმალურად სწრაფად დაეხმარება ახალ პირობებთან შეგუებაში.
დასკვნებიროგორც ერთი წლის წინ, "იუნაიტედმა" სამი ქულა გამართლებისა და ორი ფეხბურთელის ოსტატობის ხარჯზე მოიპოვა. კვლავ შეიძლება ქულების ანგარიშის გახსნა, რომელიც "იუნაიტედს" დე ხეამ შეუნარჩუნა.
შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ქომაგთა მღელვარება მარცხენა მცველის თაობაზე გამართლებული აღმოჩნდა. შოუ არ იყო უცოდველი, ხშირად ჩერდებოდა შეტევაში და ატიტვლებდა თავის ფლანგს, მაგრამ ბლინდი და როხო, რომლებიც მის ფლანგზე თამაშობდნენ, უბრალოდ ვალდებულებას იხდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალი ამბობს, მას საკმარისი რესურსი აქვს ლუკის დანაკლისის აღმოსაფხვრელად, მარცხენა ლატერელის პრობლემა დადგა.
განხილვის მეორე მიზეზი "ათიანის" პოზიცია გახლავთ. რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ერთი მატჩით რთულია - რუნის შეუძლია ნებისმიერ მომენტში ათამაშდეს, მაგრამ თუ ამ პოზიციაზეც წააგებს კონკურენციას, "იუნაიტედის" კაპიტნის პირველი არჩევნის სტატუსი საბოლოოდ გაქრება.
ჯამში, წუხილის მიზეზი საკმაოდ არსებობს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი მოიგო. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გუნდს ძალასა და თავდაჯერებულობას შესძენს, რათა ღირსეულად გადალახოს, ალბათ, მიმდინარე სეზონის ყველაზე რთული კვირა.