თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2015, 20:39
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3306,
კომენტარები: 9
დევიდ ბექჰემი - ჩემი გუნდი
ალექსანდრ გრიგოროვიჩი იმაზე, თუ რატომ მოეწონება ყველას ცნობილი ინგლისელის წიგნი.
დევიდ ბექჰემი - ჩემი გუნდი
დევიდ ბექჰემი- მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა. ინგლისის ყოფილმა კაპიტანმა საკუთარი ავტობიოგრაფია დაახლოებით ათი წლის წინ დაწერა. წიგნში აღწერილია, როგორც პირადი ცხოვრება, ასევე ფეხბურთიც. ეს ნარევი გაზავებული იქნა ყველასათვის საყვარელი ინგლისური იუმორით, რომელიც მოსაწყენ მომენტებს ძალიან სახალისოდ ქმნიდა. მოცემული წიგნი არ იქნება საინტერესო, მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალის", "ლოს ანჯელეს გელექსი" ან "პსჟ"-ს გულშემატკივრებისთვის, არამედ დამწყები ფეხბურთელებისთვის და ასევე მოქმედი პროფესიონალებისთვისაც. ამავდროულად, წიგნი საინტერესო იქნება გოგოების იმ კატეგორიისთვის, რომლებიც ვერ წარმოიდგენენ მსოფლიოს რომანტიკის გარეშე.

ნორჩი ხულიგანი

შაბათობით დევიდი და დედამისი ბებიასა და ბაბუას სტუმრობდნენ ხოლმე, რათა მთელი დღე მათთან ერთად გაეტარებინათ.

"ვფიქრობ , რომ ბაბუას ძალიან კარგად ახსოვს ის დრო და დარწმუნებული ვარ, მას არ დავიწყებია, როგორ გავუტეხე სათვალე. მაშინ დაახლოებით ექვსი წლის ვიყავი, მაგრამ ბურთს საკმაოდ კარგად ვფლობდი და დარტყმაც ძლიერი მქონდა, იმისთვის, რომ პირდაპირი დარტყმით შემეძლო ბაბუაჩემისთვის სათვალე გამეტეხა."

იცხოვრე და ისწავლე

დევიდს არ დავიწყებია იმის მოყოლაც, თუ რა როლი შეასრულა მამამისმა, რათა შვილი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამხდარიყო.

"წლების განმავლობაში მამაჩემი ნახევრად პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობდა "ფინგლი უინგეიმში". იგი მუდამ კარგად თამაშობდა, მაგრამ ხშირად იმყოფებოდა "თამაშგარეში". მე დიდი დრო დამჭირდა, რათა გამეგო, როგორ მოქმედებდა ეს წესი, მაგრამ დღემდე არ ვარ დარწმუნებული, რომ მამაჩემა ამ წესის შესახებ ყველაფერი იცის."

ბავშვობის სიყვარული

ბექჰემი არადროს არ მალავდა, რომ მის გულში მხოლოდ ერთი გუნდი იყო. როცა იგი არასრულწლოვანი იყო, დევიდი ლონდონში ცხოვრობდა და ტოტენჰემის აკადემიაში ვარჯიშობდა.

იქ დევიდს 6 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. მის თავში გაიელვა ფიქრმა: "იმ დროისთვის, როცა მე 18 გავხდები, უკვე პორშე მეყოლება."

ამის მიუხედავად, როგორც ყველასთვის ცნობილია, დევიდმა "მანჩესტერ იუნაიტედი" აირჩია. გუნდი, რომელიც მას ბავშვობიდან უყვარს.

დაუვიწყარი დებიუტი

"დაახლოებით ოცი წუთით ადრე მატჩის დამთავრებამდე ("ბრაიტონის" წინააღმდეგ) სერ ალექსმა მითხრა, რომ მე უნდა შევცვალო ანდრეი კანჩელსკისი. მე იმდენად აჟიტირებული ვიყავი, რომ იქვე წამოვხტი სკამზე და თავი გავარტყი სახურავს-ჩემი იდეალური დასაწყისი ძირითად გუნდში."

"დევიდ ბექჰემი. ჩემი გუნდი." რატომ უნდა წაიკითხოს ყველამ ეს ავტობიოგრაფია

შემიძულე

ბექჰემს შესთავაზეს იჯარით წასვლა, იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო დრო. ფეხბურთელით დაინტერესდა "პრესტონი", რომლის მთავარმა მწვრთნელმა, გერი პიტერსმა ასე აღუწერა დევიდი თავის ფეხბურთელებს:

"ეს დევიდ ბექჰემია. იგი ჩვენთან "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადმოვიდა ერთი თვით. ის თავის თავზე აიღებს ყველა სტანდარტულს და კუთხურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ და შენ ამ საქმით აღარ დაკავდებით."

ალბათ, იმაზე ლაპარაკი, რომ "შენ და შენ" გახარებულები იქნებოდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ზეტმეტი იქნება.

კონტრაქტი მადრიდის "რეალთან" და სიკვდილი

რეალში გადასვლამდე, ბექჰემს სამედიცინო შემოწმება უწევდა დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში. აეროპორტშივე ფეხბურთელს და მის ოჯახს ლიმუზინით დახვდნენ, რომელსაც პოლიციის ექვსი მანქანა ახლდა. ვარსკვლავს უკან იქვე დაედევნენ ჟურნალისტები, რომლებიც ასეთ დროს ხშირად ავარიულ სიტუაციებს იწვევენ.

დევიდი ამ მომენტს ასე აღწერს: "თუ ჩვენ მართლა განწირულები ვიყავით, მე მაინც ვიცოდი, რომ სწორ გზაზე მივდიოდი."

ყოველთვის გააოცე

დევიდის ქვემოთ მოყვანილი სიტყვები გააოცებს ყველა ყოფილ და დღევანდელ ფეხბურთელს:

"მე მიყვარდა ვარჯიში და ბოლომდე ვიხარჯებოდი. როდესაც უკან ვიყურები, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ თავიდანვე ვსწავლობდით, რას ნიშნავდა ერთგულება და მოვალეობა."

"როდესაც შენ მაღალი დონის ფეხბურთელი ხარ და ყოველი შენი ნაბიჯი კონტროლდება, ყველაზე ნაკლებად შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. ეს გზა შენ თვითონ აირჩიე და ამაზე ფიქრი უკვე გვიანია."

"ჩემი სამსახური არ არის ჩვეულებრივი, მე ხომ არ მიწევს დილის ცხრიდან საღამოს ხუთამდე მუშაობა, არა? ფეხბურთის თამაში და ვარჯიში არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში."

Romantique

ეს კი ყველაზე მთავარი მონაკვეთი წიგნიდან იმ გოგოებისთვის, რომლებიც რომანტიკის გარეშე ვერ ცოცხლობენ. დევიდი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გაიცნოს თავისი მომავალი ცოლი:

"ძვირფასო პოს სპაის. თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მე ძალიან ძლიერი გრძნობები მათამაშებს და ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, აუცილებლად მოვუხდებით ერთმანეთს. მე არ ვიცი თქვენი ცხრილი, ამიტომ გთხოვთ, რომ მომძებნოთ "ოლდ ტრაფორდზე"."

"დევიდ ბექჰემი. ჩემი გუნდი." რატომ უნდა წაიკითხოს ყველამ ეს ავტობიოგრაფია


ისტორია, რომელიც მოხდა რამდენიმე თვით ადრე რომეოს დაბადებამდე.

ერთხელ ბრუკლინი საყიდლებზე გაემართა ვიქტორიასთან ერთად. ისინი შევიდნენ აფთიაქში და სანამ ვიქტორია რაღაცას ათვალიერებდა, უცნობი ქალბატონი მიუახლოვდა ჩვენს შვილს და უთხრა:

-როგორ იმყოფება დედიკოს ახალი ბავშვი?

"ბრუკლინს, ალბათ, ძალიან მოეწონა ის ქალი და დაუფიქრებლად უთხრა, რომ ოჯახი ახალ წევრს ელოდება და მას მალე დაიკო ეყოლება. ზუსტად 24 საათში, სამი წლის ბავშვის ნალაპარაკები თითქმის ყველა გაზეთში იყო გამოკრული."

წითურა ჰანიბალ ლექტერი

დევიდი ძალიან სახალისოდ აღწერს თავის ყოფილ თანაგუნდელს, პოლ სქოულზს

"პოლი ძალიან მშვიდი და დინჯი ადამიანია. იგი იმდენად ჩაკეტილია საკუთარ თავში, რომ ხშირად ამის გამო მეგობრები მას ეჩხუბებიან. დადის ხმები, რომ იგი იქვე თიშავს მობილურს, როდესაც ვარჯიშს ამთავრებს და რთავს, როცა უკვე უახლოვდება კარინგტონს. რაც შეეხება სახლის ნომერს. ასე მგონია, რომ იგი არც პოლს ახსოვს. "

"დევიდ ბექჰემი. ჩემი გუნდი." რატომ უნდა წაიკითხოს ყველამ ეს ავტობიოგრაფია


ნამდვილი ფილოსოფიის არსი

სერ ალექს ფერგიუსონი პენსიაზე რამდენჯერმე გადიოდა. ეს კი ორი წლის უკან მოხდა. დევიდმა კი ათი წლის უკან იცოდა, რომ სწორედ იგი უნდა ჩაუდგეს გუნდს სათავეში შოტლანდიელის წასვლის შემდეგ.

"ნებისმიერი ახალწვეული, რომელიც გუნდს ჩაუდგება, აუცილებლად უნდა ამჟღავნებდეს იმ ნიშნებს, რასაც ამჟღავნებდა ფერგიუსონი-იყო ადამიანი და იცოდე, რა არის შენი მისია."
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
21 სექტემბერი 2015 21:04
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესო სტატია, როგორც ყოველთვის love ბევრისთვისაა მისაბაძი ფეხბურთელი, ბევრისთვისაა მიზეზი "იუნაიტედის" სიყვარულისა და საინტერესო ცხოვრება აქვს, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 სექტემბერი 2015 21:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბექემი - ადამიანი ვინც ფეხბურთი და მანჩესტერ იუნაიტედი შემაყვარა love
0
№3
ავტორი: tedore
21 სექტემბერი 2015 22:02
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ბექჰემი-ჩემთვის ასოცირდება 1999 წლის ფინალთან და საერთოდ იმ სეზონის დაუვიწყარ მანჩესტერთან! შენ შემაყვარე მანჩესტერი, შენ გიგზმა სქოულზმა ნევილმა შმეიხელმა კოულმა იორკმა სტამმა და ყველამ ვინც მაშინ თამაშობდით! მადლობა ამისთვის რომ ეხლა სხვა გუნდის ფანი არ ვარ!!!
0
№4
ავტორი: Lee Sharpe
21 სექტემბერი 2015 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
დევიდ ბექჰემი, ჩემი ერთერთი კუმირია ეს ადამიანი love ვინც კი ოდესმე მინახავს ფეხბურთში, არავის დაუმახსოვრებია თავი ისე როგორც ამას თავისი თამაშის მანერით! მოედანზე დიდი ავტორიტეტი და დიდებული კაპიტანი იყო კლასზე რომ არაფერი ვთქვათ. smoke

ერთი ის გამიტეხა პედარასტებს რომ დაუჭირა მხარი ahahaha რავქნათ დიდი ხანი იყო ჰოლივუდში და გააამერიკელეს biggrin2
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2015 00:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია თავის სათამაშო სტილით, მაგრად მევასებოდა ყოველთვის ამის თამაშების ყურება, გრძელი პასები და საჯარიმოები ღირდა მარტო ზოგის მთლიან კარიერად love
0
№6
ავტორი: Lee Sharpe
22 სექტემბერი 2015 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ისე უფროსი ვაჟი ბრუკლინი ფიზიკური მსგავსების გარდა ძალიან გავს სათამაშო სტილით 1-1 შია და იმედია დაემგვანება უფროს ბექზის manunited

სოუთჰემპტონს ვეთამაშეთ და თუ აკვირდეოდით ჯეიმს უარდ პრაუზი საოცრად გავს სტანდარტებში სტილით, კარგი ბიჭი დადგება ეგ მომავალში მაგის ჯერი იქნება გუნდიდან წასვლის და ჩვენ დავითრევთ იმედია
0
№7
ავტორი: Best 7
22 სექტემბერი 2015 09:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჩვენი გუნდის ლეგენდა! am ნამდვილი ეშმაკი manunited
0
№8
ავტორი: red devil
22 სექტემბერი 2015 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მინდოდა სამეულს მანჩესტერში დაემთავრებინა კარიერა ბგს
0
№9
ავტორი: AkkRed
22 სექტემბერი 2015 12:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველა რაღაცნაირად განსაკუთრებულად გამოყოფს ხოლმე სქოულზს და მაგრად მისწორდება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top