თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2015, 15:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3370,
კომენტარები: 0
"მოგება შენ გეძღვნება, ლუკ"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას.

საუთჰემპტონიდან სახლში დავბრუნდი. ძალიან მახარებს გამარჯვება, რომელმაც გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აიყვანა. კვირა დასრულდა გაცილებით უკეთ, ვიდრე დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩის შემდეგ.

გვესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო "სენტ მერიზე" სამი ქულის მოპოვება მას შემდეგ, რაც ჩვენმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და ამის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ მატჩში სხვადასხვა ფაზები იყო...

პირველ 30 წუთში უკეთესი გუნდი ვიყავით, გავიტანეთ გოლი და შევქმენით რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ პირველ ტაიმში მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. შესვენების შემდეგ თამაშს უკეთესად ვაკონტროლებდით, ენტონიმ კვლავ გაიტანა და იმავე სულისკვეთებით ვაგრძელებდით იმ მომენტამდე, სანამ არ დავასრულე ფანტასტიკური კომბინაცია, რომელიც 45 პასისგან შედგებოდა. საგოლე პასი ძელისგან მოვიდა, რომელსაც მემფისის დარტყმული მოხვდა და მე მესამე გოლი გავიტანე. თუმცა, როგორც მანამდე ვთქვი, პრემიერ ლიგაში ბოლომდე უნდა იბრძოდე. პელემ კვლავ გაიტანა და მატჩის გადარჩენას ეცადნენ, მაგრამ დავიდმა რამდენიმე გასაოცარი სეივი განახორციელა, როგორც მრავალჯერ შარშან და ჩვენ გავიმარჯვეთ.

მოკლედ, ეს მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გამარჯვება იყო. ყველას ესმოდა, სამშაბათი ჩვენთვის ცუდი დღე გამოდგა მარცხის გამო, მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ლუკ შოუმ სერიოზული ტრავმა მიიღო. ძალიან არ გაუმართლა, მარჯვენა ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო; ყველამ ვიგრძენით მისი ტკივილი. ამიტომ, ვეცადეთ მისთვის გამარჯვება იმდენად მალე მიგვეძღვნა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რათა თუნდაც ერთი წამით გაგვებედნიერებინა. ეს კი კვირას შევძელით. დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება და თავდადებით იშრომებს, რათა მალე ჩვენთან აღმოჩნდეს. ამ სეზონში შესანიშნავი სტარტი ჰქონდა, ძალიან დაგვეხმარა. მთელი ჩვენი მხარდაჭერა ჩვენო მეგობარო, იცი, რომ შენთან ვართ!

ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი კომენტარებისა და წინადადებიბასთვის ჩემს Youtube არხზე. იმედი მაქვს, ამ კვირაში ახალი ვიდეოებით გაგაოცებთ. მაცნობეთ, თუ მოგეწონებათ. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. რამდენიმე საათში ვარჯიშებს დავუბრუნდებით. ბოლო მატჩის შემდეგ ფორმა უნდა აღვიდგინოთ და ამ კვირაში მომდევნო ორი მატჩისთვის მოვემზადოთ: ოთხშაბათს ლიგის თასს "იპსვიჩის" წინააღმდეგ მატჩით ვიწყებთ. ამ გუნდს ინგლისურ ფეხბურთში დიდი ისტორია აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ თამაში ადვილი არ იქნება. შემდეგ "სანდერლენდს" ვეთამაშებით, მათ ქულები სჭირდებათ და "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებისთვის ჩამოვლენ. იმედი გვაქვს, კარგად ვითამაშებთ და ორივე მატჩში წარმატებას მივაღწევთ. ყველასთვის სასიხარულო იქნება: ჩვენთვის, თქვენთვის... და ლუკისთვის.

სასიამოვნო კვირას გისურვებთ! გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top