თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2015, 15:39
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1999,
კომენტარები: 9
"გამარჯვება ლუკ შოუსთვის"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!

სულ ახლახანს დავბრუნდი სახლში საუთჰემტონიდან და ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით, რომელმაც მეორე ადგილზე გადაგვიყვანა. გუშინდელი გამარჯვებით ცუდად დაწყებული კვირა კარგად დავამთავრეთ. ყველამ კარგად ვიცოდით, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო "სენტ მერიზე" გამარჯვება, რადგან ჩვენმა კონკურენტებმა შაბათს გამართულ შეხვედრებში ქულები დაკარგეს.

პირველ 30 წუთში მეტოქე უკეთესი იყო, მათ გაიტანეს გოლი და შექმნეს არაერთი სახიფათო მომენტი, თუმცა ძალები მოვიკრიბეთ და შესვენებამდე გათანაბრება მოვახერხეთ. მეორე ნახევარი უკეთ დავიწყეთ, შეხვედრის მიმდინარეობას მთლიანად ვაკონტროლებდით და ეს დაგვიფასდა, ანტონიმ თავისი მეორე გოლი გაიტანა, ხოლო ამის შემდეგ მეც მოვახერხე მეტოქის კარის აღება, შესანიშნავი გუნდური თამაშის შემდეგ, გატანილ გოლამდე ჩვენ 45 პასი გავაკეთეთ.

როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, პრემიერ ლიგის თითქმის ყველა შეხვედრაში საფინალო სასტვენამდე უნდა ითამაშო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯები. პელემ დუბლის გაფორმება მოახერხა და ამით "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებს მატჩის გადარჩენის იმედი მიეცათ. თუმცა დავიდმა კვლავ საუცხოოდ ითამაშა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი გამარჯვება. როგორც იცით შუა კვირის თამაში ძალიან ცუდი გამოდგა, გარდა იმისა, რომ დავმარცხდით, ლუკ შოუმ მიიღო უმძიმესი ტრავმა. მას ძალიან არ გაუმართლა, რადგან ორმაგი მოტეხილობა აღმოაჩნდა, მის ტკივილს ყველანი ვიზიარებთ.

სწორედ ამიტომ გვინდოდა, რაც შეიძლება მალე მიგვეძღვნა მისთვის გამარჯვება, რომელიც წამიერად მაინც გაამხიარულებდა. დარწმუნებული ვარ, ის უფრო ძლიერი დაბრუნდება და ყველაფერს გააკეთებს, რათა უმოკლეს დროში იყოს ჩვენთან ერთად. ლუკს სეზონის შესანიშნავი სტარტი ჰქონდა და ძალიან სასარგებლო იყო გუნდისთვის. ყველანი მოკითხვას გითვლით, ჩემო მეგობარო! იცი, რომ ჩვენ შენ გვერდით ვართ.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!

გეხვევით!

ხუანი
მატას ბლოგი
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 სექტემბერი 2015 15:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ოხ, როგორ არ მიყვარს, როცა დაწერ და ორი წუთის გამოქვეყნებული გხვდება sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 სექტემბერი 2015 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
ყველას შენ ასწრებ და ერთხელ თუ სხვამ დაგასწრო არაუშავს fellow wink
0
№3
ავტორი: Wardell
21 სექტემბერი 2015 16:02
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ფბ-ზე რო შეხვიდე და ნახო ხოლმე მოწერილი გამიხარდება :)
0
№4
ავტორი: GeorgeBest
21 სექტემბერი 2015 16:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამდენიმე მ დაპოსტა ამ ის შესახებდა მაგრად გამისწორდა winked დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთ დროს ალბათ თანადგომას

დე ხეა მართლა საოცრებაა. ერთ-ერთი მე ვიყავი ვინც დე ხეას სკამზე დასმას ითხოვდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კონტრაქტით დამთავრდა, იმედია წასვლას არ დააპირებს

რამდენიმე მ დაპოსტა ამ ის შესახებდა მაგრად გამისწორდა winked დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთ დროს ალბათ თანადგომას

დე ხეა მართლა საოცრებაა. ერთ-ერთი მე ვიყავი ვინც დე ხეას სკამზე დასმას ითხოვდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კონტრაქტით დამთავრდა, იმედია წასვლას არ დააპირებს
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 სექტემბერი 2015 16:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ნამდვილად კარგი საქციელია თანადგომა შოუს მიმართ. იმედია წლის ბოლომდე დაბრუნდება შოუ
0
№6
ავტორი: Mufc7
21 სექტემბერი 2015 18:44
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სიტყვებით ვერ აღვწერ ამ გრძნობას. მოგება,რა თქმა უნდა, მინდოდა, მაგრამ ორმაგად უფრო მინდოდა ეს სწორედ შოუს გამო. მისთვის ყოფილიყო ეს გამარჯვება და კიდევ ერთხელ დაენახა, რომ მის გვერდითაა ყველა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: ViDa
21 სექტემბერი 2015 19:21
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მთავარია დაბრუნდეს და ფორმა აღიდგინოს, ხოლო წელს დაბრუნდება თუ შემდეგ სეზონში არ მანაღვლებს.

გეთ უელ სუნ ლუკი <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: red devil
22 სექტემბერი 2015 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს და ერერა ერტად უნდა იყვნენ მოედანზე მომენატრა ამ ორის კომბინაციები
0
№9
ავტორი: AkkRed
22 სექტემბერი 2015 12:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გასულ სეზონში ბევრი ასეთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ როცა კონკურენტმა გუნდებმა ქულები დაკარგეს და ჩვენ შეგვეძლო მოგება და ვერ ვიგებდით, ახლა სხვაგვარად წარიმართა და იმედია მთელი სეზონი ასე იქნება. ყველაზე მთავარი ისაა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი ქულა დავაგროვოთ. ჩემის აზრით, ჯერ ადრეა ახლად მშენებარი გუნდისგან სრულყოფილი თამაშის მოთხოვნა ახლა საჭიროა მხოლოდ შედეგი. მესამე სეზონში უკვე მოეთხოვება გუნდს ლამაზი ფეხბურთი და თან კარგი შედეგიც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top