"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი აცხადებს, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულია ენტონი მარსიალის ინგლისური კარიერის დასაწყისით.
პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ორ მატჩში მარსიალმა 3-ჯერ აიღო მოწინააღმდეგეთა კარი, მათ შორის "ლივერპულისაც". ნევილი ასეთ დასაწყისს არ ელოდა.
"შეძლებს თუ არა იქცეს ადამიანისგან, რომელსაც 70 თამაშში 15 გოლი გააქვს, ადამიანად, რომელსაც ყოველ მეორე მატჩში გააქვს ერთი გოლი? შეძლებს ამ დონის მიღწევას? ეს რთულია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამასთან ახლოს იქნებოდა, მაგრამ პირველ ორ კვირაში გოლების გატანისას ცივსისხლიანობას აჩვენებს.
უდიდესი ზეწოლის წინაშე იმყოფება და ამას ჯერ კიდევ შეიგრძნობს - მოლოდინი, ფასი. უმოქდექობა 30 წუთს და შემდეგ ცივსისხლიანობის ჩვენება გოლების გატანისას - ეს მასზე მეტყველებს. თითოეულ ჩვენგანზე მოახდინა დიდი შთაბეჭდილება", - განაცხადა ნევილმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.