ადნან იანუზაი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდება მიმდინარე სეზონის შემდეგ, რომელსაც იჯარის წესით დორტმუნდის "ბორუსიაში" ატარებს.
20 წლის ბელგიელის გადასვლა გერმანიაში დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან ვან გაალი ამტკიცებდა, რომ მიმდინარე სეზონში მისი იმედი ჰქონდა და მის გამოყენებას თავდამსხმელადაც კი აპირებდა.
იანუზაის გადასვლის შემდეგ "იუნაიტედის" გულშემატკივარი შიშობდა, რომ ადნანის დღეები "ოლდ ტრაფორდზე" დათვლილია, მაგრამ Daily Mirror-ი მათ შიშებს ახშობს.
წყარო იტყობინება, რომ ადნან იანუზაისა და ტაილერ ბლეკეტის მომავალი "იუნაიტედს" უკავშირდება და ორივე მათგანი მიიღებს შანსს "წითელი ეშმაკების" რიგებში.
"იანუზაის შეძენით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა და ეს ყველა შეთავაზება დაუყოვნებლივ უარყოფილი იქნა. კლუბი არ ინტერესდება ფეხბურთელის გაყიდვით, რომელსაც "იუნაიტედში" დიდი მომავალი აქვს.
მწვრთნელმა ამის გარანტიები მისცა. დორტმუნდში გადასვლა და სათამაშო წუთები მას კიდევ უფრო კარგ ფეხბურთელად აქცევს, როცა კლუბში დაბრუნდება.
მსგავსი გარანტიები ბლეკეტმაც მიიღო. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშედ გვესახება. რომელიმე მოთამაშეს აქ მომავალი რომ არ ჰქონოდა, კლუბი მის გაყიდვას ამჯობინებდა და არა განათხოვრებას", - იტყობინება წყარო.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.