ლუი ვან გაალი კონკრეტულ საკითხებს შეეხო.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "საუთჰემტონის" დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლუი ვან გაალი შედეგით მოხარულია.
ენტონი მარსიალის ორმა და ხუან მატას ერთმა გოლმა "წითელ ეშმაკებს" მორიგი სამი ქულა მოუპოვა მიმდინარე სეზონში.
მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ვან გაალი კონკრეტულ საკითხებს შეეხო და თავისი ანალიზები შემოგვთავაზა.
პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გადასვლაზე: ფანტასტიკური შედეგია გასვლაზე "საუთჰემპტონთან" და ვფიქრობ, განაცხადება გავაკეთეთ, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია.
თამაშზე: ცუდად გამოვიყურებოდით "სუონსისთან" მატჩში და ასევე პსვ-სთან, მაგრამ ამ მატჩს უკეთესად ვაკონტროლებდით და თამაშის მოსაკლავად ვთამაშობდით. პსვ-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები გადაიღალნენ და ამას პირველ 15 წუთში შეამჩნევდით. მაგრამ მომეწონა როგორც ვითამაშეთ, რადგან მეორე ტაიმში თამაშს 30 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით, თუმცა ბოლო 15 წუთი რთული გამოდგა.
მატას გოლის წინ გაკეთებულ 44 პასზე: "ეს არის ჩვენი ფილოსოფია. ბურთს მხოლოდ ირგვლივ არ ვატარებთ და მატჩს არ ვაკონტროლებთ, მომენტებსაც ვქმნით. როცა ამას აკეთებ, ეს ჩვენი ფილოსოფიის კარგი მაგალითია, მაგრამ ეს ასევე ადასტურებს, რომ სწორ გზას ვადგავართ.
მარსიალის შესანიშნავ დასაწყისზე "იუნაიტედში": დიახ, ეს მართალია. მაგრამ პრობლემა ის არის, მხოლოდ 19 წლისაა და მისგან რეგულარულობას ვერ მოითხოვ, თუმცა სამი თამაში ჩაატარა უმაღლეს დონეზე და გოლები გააქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ტიტულისთვის ბრძოლაზე: რასაც ყოველთვის ვამბობ, ის არის, რომ უნდა გავუმჯობესდეთ. ჩვენი გუნდი უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან როცა შარშან ეს გავაკეთეთ, მეოთხეზე გავედით, ახლა კი, იქნებ მესამეზე გავიდეთ. თუმცა გასულ წელს ჩემპიონობასთან საკმაოდ ახლოს ვიყავით. ვთქვი, რომ გასულ წელს ახლოს ვიყავით. თუ გახსოვთ გასვლითი მატჩი "ჩელსის" წინააღმდეგ, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ დროულად ვერ გავიტანეთ. გატანა ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დღესაც ნახეთ, "საუთჰემპტონს" შეეძლო 15 წუთში ანგარიში 2-0 გაეხადა, მაგრამ ვერ მოახერხეს და შემდეგ ჩვენ გავიტანეთ. ამის შემდეგ კი უკეთესი გუნდი ვიყავით.
რატომ ჩაანაცვლა მატეო დარმიანი ანტონიო ვალენსიათი შესვენებაზე: ტაქტიკური ცვლილება იყო, რადგან ტადიჩს დიდი სივრცე ჰქონდა და ჩვენთვის სახიფათო იყო. ამის განეიტრალება ვალენსიათი მსურდა და ვფიქრობ, თავი შესანიშნავად გაართვა.
დავიდ დე ხეას სეივზე: ის მეკარეა და სწორედ ეს ევალება. სერხიო რომეროსაც გადავურჩენივართ. ახლა დავიდ დე ხეამ შეძლო ფონტეს თავურის შემდეგ საოცარი სეივის განხორციელება. ფანტასტიკური იყო. სხვათაშორის, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ერთად დარჩა.
შეუძლია "იუნაიტედს" ტიტულის მოგება?: რა თქმა უნდა, ყოველთვის ამისთვის ვიბრძვით. შარშანაც გავაკეთეთ. ტრანზიციაში მყოფი გუნდისგან ტიტულს არ უნდა ელოდე, მაგრამ როცა ახლოს ვართ, ვცდილობთ.
წყარო:
manutd.com