თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2015, 15:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1515,
კომენტარები: 4
ერერა: "გაორმაგებულ შედეგს მივაღწევ"
ანდერ ერერა პროგრესირებას გვპირდება.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ანდერ ერერას მიაჩნია, რომ ბრაიან რობსონის მოლოდინს გაამართლებს და მიმდინარე სეზონში შარშანდელთან შედარებით ორჯერ უკეთეს შედეგს აჩვენებს.

ესპანელმა "ლივერპულთან" მატჩში მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში "ბრიუგეს" წინააღმდეგ მოახერხა თავის გამოჩენა.

"გასულ წელს რვაჯერ გავიტანე და გაზრდა მინდა. გუნდისთვის გოლების გატანის გაგრძელება მსურს. როცა ნახევარმცველი ხარ და გოლების დიდ რაოდენობას აგროვებ, ეს უკეთესს გხდის. ნახევარმცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდები ეს გავაკეთო.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბრაიან რობსონს, თუ მას მიაჩნია, რომ 12 ან 15 გოლის გატანას მოვახერხებ, ეს ნიშნავს, რომ ჩემი სჯერა. საკუთარი თავის მეც მჯერა. ვფიქრობ, ამ რაოდენობის გოლებს გავიტან, მაგრამ ადვილი არ არის.

საგოლე სიტუაციებთან ახლოს უნდა ვიყო, რაც არის კიდეც ჩემი ვალდებულება. თუ გავიტან, უფრო ბედნიერი ვიქნები, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია გატანისთვის მზადყოფნა - სწორედ ეს სურს მწვრთნელს ჩემგან. მას არ უნდა გოლის გატანა მთლიანად რუნის, მარსიალს, მემფისს ან სხვა შემტევებს დააკისროს. ყველა უნდა დაეხმაროს".


2014/15 წლების სეზონში "იუნაიტედის" მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა უფრო მეტი გოლი, ვიდრე ერერამ - უეინ რუნი (14), ხუან მატა (10), რობინ ვან პერსი (10) - ჰოლანდიელის ანგარიშზე "სენტ მერიზე" გატანილი ორი გოლიც ირიცხება, რომელმაც ვან გაალის გუნდს სამი ქულა მოუტანა. სწორედ იქ გამართავენ მომდევნო მატჩს "წითელი ეშმაკები".

"გასული წლის ორივე მატჩი მახსოვს "საუთჰემპტონთან", რომლებიც ცოტათი უცნაური იყო, რადგან გასვლაზე მოგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ მაინც მოვიგეთ. სახლში წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ მაინც წავაგეთ.

მათ წინააღმდეგ ორივე თამაში ძალიან რთული იყო, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ კიდევ ერთი ასეთისთვის. ბურთით თავდაჯერებულები არიან და ასე თამაშს შეეცდებიან, მაგრამ წინ გრაციანო პელე ჰყავთ, ამიტომ მაღალ ბურთზეც ითამაშებენ. მეორე სართულზე გუნდისთვის ბურთის შენარჩუნება შეუძლია, ამიტომ მათ თამაშის სხვადასხვა ვარიანტები აქვთ.

რა თქმა უნდა, ეს კარგი გუნდია, რადგან გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულეს და ყოველთვის ვამბობ, რომ მოწინააღმდეგეებს პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ თუ ისეთი კარგი ვიქნებით, როგორიც შეგვიძლია ვიყოთ, მათ აუცილებლად დავამარცხებთ. თუ კარგ დონეზე ვართ, გამარჯვების შანსი ყოველთვის გვაქვს. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ეს უნდა ვაჩვენოთ",
- განაცხადა ერერამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2015 15:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
12 გოლი რუნის ვეღარ გააქვს სეზონში, მატა უფრო შედეგიანია მარა ერერაც არ აკლებს. ამ ორის იმედი უფრო მაქვს ამ ეტაპზე მე

გასვლითი მატჩი პერსის კლასის ხარჯზე მოვიგეთ და სახლში რომ წავაგეთ დიდად არ მოუკლავთ თავი. სვარკა ვთამაშეთ ყველგან და დღესაც იგივეს ველი, არაფერს განსაკუთრებულს
0
№2
ავტორი: Count Alucard
20 სექტემბერი 2015 17:33
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მე მარსიალის იმედი მაქვს, რომ 15 გოლს მინიმუმ გაიტანს, 4 ტურნირზე გამოვდივართ და შანსი ბლომად ექნება ყველას გატანის. მთავარია რეალიზაციაზე იმუშავონ, რაც ვნახე ყველა თამაშში მინიმუმ 2-3 აშკარა საგოლე მომენტს ვერ იყენებენ.
0
№3
ავტორი: Mufc7
20 სექტემბერი 2015 21:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველ ინტერვიუში ამბობს, რომ "ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ " love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: RojoDiablo
21 სექტემბერი 2015 07:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წელს არა მგონია მოახერხოს, არ ექნება იმდენი სათამაშო დრო რომ 15 გოლი გაიტანოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top