ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაკ უილმოტსი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ადნან იანუზაიმ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არენდის წესით "დორტმუნდში" გადავიდა.
"წითელი ეშმაკების" მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ერთწლიანი არენდით ადნანი დიდ პროგრესს განიცდის, როგორც ეს მისი თანამემამულის, კევინ დე ბრუინეს შემთხვევაში მოხდა.
"თითქოს ჩანდა, რომ "ჩელსიდან" "ვოლფსბურგში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჟი იყო დე ბრუინესთვის, მაგრამ ამ ტრანსფერმა საოცარი ეფექტი მოახდინა ფეხბურთელზე." - ციტირებს უილმოსტს The Daily Mail - "დარწმუნებული ვარ, რომ ადნანის გდაწყვეტილება, ერთი წლით "დორტმუნდში" წასულიყო, სწორია და ის ძალიან დიდ პროგრესს განიცდის ამ პერიოდში. "ბორუსიაში" გატარებული წელი იანუზაის წინსვლაში დაეხმარება, ის ნახტომს შეასრულებს მის თვითგანვითარებაში."
"ადნანს შეუძლია "ცხრიანის" პოზიციაზე თამაში და შესანიშნავად მოქმედებს ორივე ფლანგზე, მას დარტყმის უნიკალური უნარი აქვს. აქამდე არასდროს მინახავს ამდაგვარი დარტყმის მქონე ფეხბურთელი. მას შეუძლია ბურთი საოცარი ძალით გაგზავნოს მოწინააღმდეგის კარში და თითქოს ეს ძალა არსაიდან მოდის. მე ერთხელ ვკითხე, თუ რაში იყო მისი საიდუმლო, მან კი მიპასუხა: "ბუცებში ან ბურთში."
შეგახსენებთ, რომ ადნან იაუნიზაიმ უკვე 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა "დორტმუნდის" რიგებში, თავის პირველ ამხანაგურ მატჩში "სტ. პაულის" წინააღმდეგ, თავის გამოჩენაც მოახერხა. 2 ოფიციალურ შეხვედრაში, რომელშიც ადნანი მოედანზე გამოვიდა, თავი არ გამოუჩენია.