თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2015, 11:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1594,
კომენტარები: 8
შოუს ტრავმას დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია
ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ ლუკ შოუს ტრავმას შეუძლია მოთამაშეებზე დადებითად იმოქმედოს.
შოუს ტრავმას დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია
ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ ლუკ შოუს ტრავმას შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეებზე დადებითი ეფექტი მოახდინოს.

ლუკ შოუმ პსვ-სთან მატჩში მარჯვენა ფეხი მოიტეხა და ორი ოპერაციის გაკეთების შემდეგ მანჩესტერში დაბრუნდა. სანამ თითოეული თანაგუნდელის ყურადღება შოუსკენ არის მიპყრობილი, "იუნაიტედს" 20 წლის ფეხბურთელის ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება, რითაც "სიტისთან" ქულათა სხვაობის შემცირებას ეცდება.

როცა პრეს-კონფერენციაზე ვან გაალს ჰკითხეს, გახდიდა თუ არა შოუს ტრავმა გუნდის წევრებს უფრო ძლიერს, მან უპასუხა: "ეს შესაძლოა მთავარი ფაქტორი აღმოჩნდეს. ეინდჰოვენშიც დამისვეს მსგავსი შეკითხვა მენტალური გავლენის შესახებ და ვთქვი, რომ ვერაფერს დავადასტურებდი.

ვერ დაინახავ, რა ხდება მოთამაშეების თავებში. ზოგიერთ გაზეთში წავიკითხე, რომ თურმე ამას მოთამაშეებზე გავლენა მოუხდენია.

მაგრამ იქნებ გასახდელში ამას პოზიტიური გავლენა ჰქონდეს. როცა ჩვენს თამაშსა და სულისკვეთებას ხედავ, არავითარი ეჭვი არ მიჩნდება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
20 სექტემბერი 2015 12:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
როცა ჩვენს თამაშსა და სულისკვეთებას ხედავ, არავითარი ეჭვი არ მიჩნდება"




გვეღადავება?
0
№2
ავტორი: Mufc7
20 სექტემბერი 2015 12:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რომელ სულისკვეთებაზე ლაპარაკობს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 სექტემბერი 2015 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არა მგონია შოუს ტრამვას დადებითი ეფექტი უფრო მოეხდინა ფეხბურთელებზე, ვიდრე უარყოფითი.
0
№4
ავტორი: Count Alucard
20 სექტემბერი 2015 13:39
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Mufc7,
AkkRed,
ვერ ამჩვენთ როგორი სულისკვეთებით ავსებს ხოლმე კროსვორდებს?
0
№5
ავტორი: Macklemore
20 სექტემბერი 2015 14:10
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაგრად მეეჭვება მაგის, მაგრამ იმედია ბრძოლის ჟინს აიმაღლებენ ფეხბურთელები. ყველაზე მეტად ეგ აკლიათ. როცა ვაგებთ ელემენტარული შტურმის მოწყობაც არ შეგვიძლია მატჩის ბოლოს. ეგ ნებისმიერ გუნდს შეუძლია და ჩვენ ვერ ვახერხებთ და 90 წუთამდე უკან ვაგორავებთ ბურთს.

მაგრად მეეჭვება მაგის, მაგრამ იმედია ბრძოლის ჟინს აიმაღლებენ ფეხბურთელები. ყველაზე მეტად ეგ აკლიათ. როცა ვაგებთ ელემენტარული შტურმის მოწყობაც არ შეგვიძლია მატჩის ბოლოს. ეგ ნებისმიერ გუნდს შეუძლია და ჩვენ ვერ ვახერხებთ და 90 წუთამდე უკან ვაგორავებთ ბურთს.

მაგრად მეეჭვება მაგის, მაგრამ იმედია ბრძოლის ჟინს აიმაღლებენ ფეხბურთელები. ყველაზე მეტად ეგ აკლიათ. როცა ვაგებთ ელემენტარული შტურმის მოწყობაც არ შეგვიძლია მატჩის ბოლოს. ეგ ნებისმიერ გუნდს შეუძლია და ჩვენ ვერ ვახერხებთ და 90 წუთამდე უკან ვაგორავებთ ბურთს.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2015 15:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დადებით ეფექტს თუ ვერ მოახდენს, არც იმხელა გავლენის მოხდენა შეიძლება, მოთამაშეებს ბრძოლაში შესვლის შეეშინდეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2015 15:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დადებითი ეფექტი რატო უნდა მოახდინოს ესეთმა ტრავმამ? იმ თამაშშივე ჩანდა რა და როგორ იქნება. დაივიწყონ ეგ ტრავმა და მიხედონ თამაშს, იმედია მეტი არავინ დაიმტვრევა და ლაზარეთი არ აივსება
0
№8
ავტორი: ecutydy
23 ივლისი 2016 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top