ანდერ ერერა ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულ ენტონი მარსიალს კლუბისთვის გამორჩეული რამის შეთავაზება შეუძლია.
ფრანგი ფორვარდის დებიუტი "ლივერპულთან" მატჩში შედგა და მან თავი ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაერთო.
ანდერ ერერა იმ მატჩში სიღრმეში მოქმედებდა და მარსიალთან ყველაზე ახლოს ხუან მატა იყო, თუმცა ბასკმა შესანიშნავად შეამჩნია ფრანგის უნარები.
"რა თქმა უნდა, მისთვის ენა ახალია, როგორც ეს ჩემთვის იყო შარშან. მაგრამ მორგანი და ფელი ბევრს ეხმარებიან.
ვფიქრობ, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს უნარები, რომლებიც სხვებს არ გააჩნიათ. როცა ნახევარმცველები წინ მიიწევენ, მარსიალი სივრცეებს ეძებს. ყოველთვის ვცდილობთ მის მოძებნას, რადგან ძალიან სწრაფი და მობილურია, ამიტომ მიმაჩნია, რომ ის ჩვენთვის დიდებული შენაძენია და განსხვავებულ რამეს შეგვმატებს", - განაცხადა ერერამ.