ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თავისი წასვლის შემდეგ სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" დატოვოს ახალი თაობა, რომელიც გუნდის მთავარი მოქმედი ძალა იქნება.
ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა ყოველთვის იყო "იუნაიტედის" პოლიტიკა, თუმცა ვან გაალი ახალგაზრდებზე ფულის დახარჯვას ამჯობინებს და მათ იძენს, რის გამოც კრიტიკას იმსახურებს.
თუმცა ლუი აცხადებს, რომ არ აპირებს კლუბის ტრადიციისგან გადახვევას და იმედოვნებს, რომ მისი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, "იუნაიტედში" კარგ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დატოვებს.
"მე ვარ მწვრთნელი, რომელსაც ახალგაზრდების სჯერა, დარწმუნებული ვარ, ამაში მხედველობა მიჭრის. რა თქმა უნდა, ადვილია დიდი ვარსკვლავების შეძენა, მაგრამ დიდ ვარსკვლავებსაც შეუძლიათ ჩაფლავება და ეს გასულ სეზონში ვნახეთ. აი, რატომ ვამბობ ყოველთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებში უნდა ჩაიდოს ფული.
დიახ, ვიცი რომ ისინი მზად არ არიან, ამიტომ ვამბობდი, რომ ისინი არა იმდენად ჩემთვის შევიძინე, რამდენადაც ჩემი მემკვიდრისთვის.
თუ ჩემს კარიერას გადახედავთ, დაინახავთ, რომ გზა უამრავ ახალგაზრდას გავუხსენი. როცა მე მივდივარ, გრჩება მოთამაშეები, რომლებიც კლუბის ტრადიციების მფარველნი იქნებიან და ეს მნიშვნელოვანია.
ასე იყო "ბარსელონაში". ჩავი იყო კაპიტანი, ინიესტა იყო კაპიტანი, ვალდესი იყო კაპიტანი. 10 წლის განმავლობაში ისინი წარმოადგენდნენ კლუბის ხერხემალს და იცავდნენ ტრადიციებს. "ბაიერნში" ასეთია მიულერი, ალაბა, ბადშტუბერი. იგივე.
როცა აქედან წავალ, ლუკ შოუ ტრადიციების მცველი იქნება. ან ადნან იანუზაი. ან ანტონი მარსიალი, თუმცა ჯერ ინგლისური უნდა ისწავლოს.
დავრჩები თუ არა 2017 წლის შემდეგ? ეს რთულია. თქვენ ხომ იცით, რას ვამბობდი ადრე. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვამბობ", - განაცხადა ვან გაალმა.