თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2015, 19:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2129,
კომენტარები: 15
შნეიდერლინი: "გამარჯვებისთვის ერთადერთი გოლი გვჭირდება"
მორგან შნეიდერლინი ვან გაალის ფილოსოფიის საიდუმლოს ამჟღავნებს.
შნეიდერლინი:
ფრანგმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ლუი ვან გაალის ფილოსოფიის საიდუმლოებას ნათელი მოჰფინა.

მორგან შნეიდერლინი ვან გაალის "მზაკვრულ" გეგმაზე საუბრობს და გვაცნობებს, რომ გუნდს გამარჯვებისთვის ერთი გოლის გატანაც ეყოფა.

ვან გაალს "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის პირველივე დღიდან იმ სტილის ფეხბურთისთვის აკრიტიკებდნენ, რომელსაც ამჯობინებდა. გულშემატკივარსა და ყოფილ ფეხბურთელებს სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის სანახაობრივი ფეხბურთი ენატრება.

უეინ რუნი და მაიკლ კერიკი ჰოლანდიელს გასახდელში არსებული მოსაწყენი ატმოსფეროს გამო შესჩიოდნენ.

შნეიდერლინი: "გამარჯვებისთვის ერთადერთი გოლი გვჭირდება"


შნეიდერლინი "აიაქსის", "ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილ მწვრთნელს "მძიმე" ადამიანად მოიხსენიებს. თუმცა მორგანმა ამის გარდა კარის "მშრალად" შენახვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ჩვენი დაცვა უნდა დავიცვა. მე და მაიკლ კერიკს მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაქვს. მაიკლი შესანიშნავად მუშაობს ბურთთან და იცის, როგორ აკონტროლოს თამაში.

ჩვენ წინ მოქმედებს ოთხი დიდებული ფეხბურთელი, ამიტომ ჩვენი როლი მათ მხარდაჭერაში, ბურთის მიწოდებასა და მათთვის სასწაულების კეთების საშუალების მიცემაში მდგომარეობს.

დროთა განმავლობაში შორიდან კვლავ დავარტყამ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მთავარი - არ გაშვებაა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთხელ გატანა გვჭირდება, რათა გავიმარჯვოთ".


"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის 5 მატჩში მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი გოლი გაუშვა. მაგრამ ვან გაალი კვლავ ვერ ახერხებს თავდასხმაში ისეთი მდგომარეობის შექმნას, როგორიც ფერგიუსონის დროს იყო.

რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ თავის ყოფილ გუნდს ვეღარ სცნობდა.

შნეიდერლინი: "გამარჯვებისთვის ერთადერთი გოლი გვჭირდება"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგმა ხელახლა უნდა ისწავლოს კლუბის თამაშების ყურება. ნუ წახვალთ სტადიონზე გახსნილი, შემტევი, ემოციური ფეხბურთის ნახვის მოლოდინით".

ვან გაალი მორგანს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს. ჰოლანდიელმა არდადეგებიდანაც კი იხმო ფრანგი, რათა მისი ტრანსფერი დროულად გაეფორმებინა.

შნეიდერლინი ამტკიცებს, რომ ვან გაალის სტილი "ბარსელონას" სტილს ჰგავს, როგორც კუმანისას.

"ორივე მწვრთნელს სურს, რომ მათმა გუნდმა პირველ სართულზე იმოქმედოს, რაც მათი გამორჩეული მახასიათებელია. ბოლოს და ბოლოს, ისინი "ბარსელონას" იცნობენ როგორც მწვრთნელები და როგორც მოთამაშეები. ამიტომ სურთ, რომ მათმა ფეხბურთელებმა თამაში დაცვიდან ააგონ. რაც შეეხება ხალხთან ურთიერთობას, კუმანი უფრო რბილია, ვან გაალი კი მძიმე და დიდ დროს უთმობს ტაქტიკას. ჩავთვალე, რომ მწვრთნელთან დალაპარაკება მნიშვნელოვანია, სანამ ახალ კლუბს აირჩევ.

ერთმანეთს არდადეგებზე ჩემი ყოფნისას გავეცანით. საუბარი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობდით. უფრო პირადული შეკითხვები მოგვიანებით დაისვა, როცა შევხვდით. თავისი ჩანაფიქრები, ამბიციები ამიხსნა. თქვა, რომ ჩემი სათამაშო სტილი კლუბს ერგება. კიდევ აინტერესებდა, მზად ვიყავი თუ არა ამ ნაბიჯისთვის ფსიქოლოგიურად, რადგან ზეწოლა სახუმარო არ არის და სურდა გაეგო, რა მიდგომა მქონდა საქმესთან. საერთო ჯამში, მაჩვენა, რომ ჩემი სჯერა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძირითადში ადგილი არ გაუნაღდებია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
19 სექტემბერი 2015 20:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბარსელონას სტილს გავს ის რო ბურთის ფლობა გვაქვს თორე ამას როგორც იყენებენ ეგ უკვე ჩიხურას სტილია. სანახაობა და კარგი მატჩები წარსულს ჩაბარდა, კაი ხანია მაგაზე აღAრავინ ფიქრობს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
19 სექტემბერი 2015 20:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეგრე ადვილი რომ იყოს დაცვა და გატანა, ყველა თამაშს მოვიგებდით, მაგრამ რომ არ ხერხდება ეგაა პრობლემა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Martial
19 სექტემბერი 2015 22:24
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
მთავარი გოლის არ გაშვება როა და არა გატანა, აი ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა ამ გუნდში
0
№4
ავტორი: Mufc7
19 სექტემბერი 2015 22:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველაზე მთავარი- ბოლო წუთამდე ბრძოლა და სანახაობრივი თამაში აკლია დღევანდელ გუნდს, რითაც ფერგის დროს მისაბაძები ვიყავით. ახლა შეტევის წამოწყების ყველას ეშინია და გამბედაობა აკლია გუნდს. სადაა იმ ბოლო წუთამდე მებრძოლი "იუნაიტედი"?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Count Alucard
19 სექტემბერი 2015 22:57
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მჯერა ვან გაალის და მისი გეგმების, დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს წლებში საუკეთესო გუნდს ჩამოაყალიბებს და ჩემპიონთა ლიგას თუ ვერა ორემიერ ლიგასნ ნამდვილად მოიგებენ.
0
№6
ავტორი: Jubo
19 სექტემბერი 2015 23:28
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ფერგიუსონსაც ჰქონდა მსგავსი პერიოდი. პირდაპირ ეთერში მახსოვს 80მდე წლის ქალმა დაურეკა და ძველი იუნაიტედის დაბრუნებას, სანახაობას და შემტევ ფეხბურთს ითხოვდა. ასეც არაა როგორც რიო ამბობს, კი ცოტას ვიტანთ ამ სეზონში მარა მომენტების ნაკლებობა ნამდვილად არ გვაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: Best 7
20 სექტემბერი 2015 01:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Wadit da mag taqtikit striomgotzecs etamashet!!
0
№8
ავტორი: bziki
20 სექტემბერი 2015 02:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
RojoDiabloს
შენ რახან დაბრუნდი:)

სიტუაციის სწორი შეფასება აკლია გუნდის უმრავლეს გულშემატკივარს,

გვარდიოლამ სუპერ გუნდი ჩაიბარა, შედეგებით ეგეც ვერ იკვეხნის
ჩვენ კლევერლი,ფლეთჩერი,ჩაძირული იანგი,ჩაძირული სმოლინგი,ვითომ პერსპექტიული ჯონსი,რაფაელი,ჩიჩარიტო,nani,andersoni,be

beri evra,chadziruli felaini,zaha,velbeki,tramviani keriki,evansi,buitneri magis garda marcxena mcveli arc iyo egeni chavabaret gaals da egreve ligas vitxovt realobas ar avcdet
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 სექტემბერი 2015 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაზე ცუდი ისააა, რომ არც დაცვა ბრწყინავს და არც თავდასხმა. ვან გაალის სტილი ნამდვილად არაა სანახაობრივი ფეხბურთი, მისი სტილი უფრო შედეგზეა ორიენტირებული. აი ფერგი მაგით იყო გენია, რომ სანახაობრივსაც ათამაშენდა და შედეგებსაც დებდა ხშირ შემთხვევაში.
0
№10
ავტორი: abrama
20 სექტემბერი 2015 09:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
ვახ ტო დაგვიბრუნდი, სად დაგვტოვე ამდენი ხანი გვაკლდა შენი სიაახლეეებიიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top