თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2015, 11:17
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2121,
კომენტარები: 9
ფერგიუსონი: "კარიერა ცოლის გამო დავასრულე"
ლეგენდარული შოტლანდიელი თავის სამწვრთვნელო კარიერაზე საუბრობს.
ფერგიუსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთვნელი, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ის უეჭველად გააგრძელებდა სამწვრთვნელო მოღვაწეობას, რომ არა ოჯახური ტრაგედია. 2013 წელს შოტლანდელმა სპეციალისტმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, როდესაც პენსიაში გასვლის შესახებ განაცხადა 8 მაისს.

მას შემდეგ 2 წელი გავიდა და სერ ალექსმა ახლაღა გადაწყვიტა გაემხილა მიზეზი ფართო აუდიტორიისთვის. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ მას ცოლის და დაეღუპა და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა გახდა საჭირო. ბრიჯიტი, სერ ალექსის ცოლის, კეთის ტყუპისცალი 2012 წლის ოქტომბერში დაიღუპა და ფერგიმ გაანალიზა, რომ მის ცოლს უფრო მეტი თანადგომა სჭირდებოდა.

"მე აუცილებლად განვაგრძობდი კარიერას." აცხადებს ფერგიუსონი "ტელეგრაფთან" ინტერვიუში. "ერთხელ დავინახე, როგორ უყურებდა ქეთი ტელევიზორს და თან ამ დროს ჭერს მიშტერებოდა. მაშინ მივხვდი, რომ იგი ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდა, ბრიჯიტი ხომ მისი ტყუპისცალი იყო."

სწორედ ქეთიმ გადააფიქრებინა სერ ალექს კარიერის დასრულება 2002 წელს. "ახლა კი,როდესაც მას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, იგი სულაც არ იყო წინააღმდეგი. ვიცოდი, რომ ეს მასაც სურდა." განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

წყარო: MEN
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 სექტემბერი 2015 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოო ნუ ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ ირი, რადგან ბაბუ თავის წიგნშიც წერს რომ როდესაც მის ცოლს და გარდაეცვალა ის ძალიან მარტო გრძნობდა თავს და ეს კიდე სუ არ იყო სახში wink
0
№2
ავტორი: დავითი
19 სექტემბერი 2015 12:06
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
ქეთი შე ბოზო!
0
№3
ავტორი: Mufc7
19 სექტემბერი 2015 16:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უკვდავება რომ არსებობდეს, ახლა ხომ ჩვენთან იქნებოდა ბაბუ ისევ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
19 სექტემბერი 2015 16:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველად რომ დააპირა წასვლა ოჯახმა გადააფიქრებინა. სამუდამოდ ხო ვერ იქნებოდა მწვრთნელი, ეს დრო ხო მაინც დადგებოდა areyoukiddingme
0
№5
ავტორი: RojoDiablo
19 სექტემბერი 2015 17:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე პირადად არ ვფიქრობ, რომ სწორ ან არასწორ დროს წავიდა. წასვლისთვის არ არსებობს ასეთი დრო. ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო, ამიტომ შეგუება ოდესმე მაინც მოგვიხდებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Martial
19 სექტემბერი 2015 22:27
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
გააგრძელებდა, მაგრამ კიდევ რამდენი ხნით? )) თუმცა გვიღირდა თუნდაც კიდევ 1 წელი ფერგის ნახვად love
0
№7
ავტორი: Count Alucard
19 სექტემბერი 2015 23:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რა ეჩქარებოდა იმ ცხონებულს, ეცხოვრა კიდე 3-4 წელი და ფერგიც გვეცენზურაბოდა ჩვენ. არც მოიესის საცოდაობის ყურება მოგვიწევდა და არ ვან გაალის ექსპერიმენტების. recourse
0
№8
ავტორი: AkkRed
20 სექტემბერი 2015 13:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისაა ცუდი რომ თავისით არ აღზარდა მემკვიდრე და არ ისე არ წავიდა.
0
№9
ავტორი: Macklemore
20 სექტემბერი 2015 14:15
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეჰჰ ფერგი, ყველას მოგვანატრე თავი. იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება, ასეთი პერიოდებ იც საჭიროა გუნდისთვის, სულ დიდების მწვერვალზე ვერ იქნები.

ეჰჰ ფერგი, ყველას მოგვანატრე თავი. იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება, ასეთი პერიოდებ იც საჭიროა გუნდისთვის, სულ დიდების მწვერვალზე ვერ იქნები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top