"სენტ მერიზე" გასამართი შეხვედრის პრევიუ.
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: St. Mary, საუთჰემპტონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-6 ტური
თარიღი: კვირა, 20 სექტემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"საუთჰემპტონი"
ტრავმირებულები: კლასი, გარდოში, ფორსტერი, ბერტრანი
დისკვალიფიკაცია: არავინ ]
განაცხადი: Stekelenburg, Davis, Gazzaniga, Soares, Caulker, Davis, Fonte, Isgrove, Ward-Prowse, Juanmi, Long, Mane, Martina, Pelle, Ramirez, Rodriguez, Tadic, Van Dijk, Romeu, Wanyama, Yoshida.
"წმინდანთა" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი შემადგენლობაში ფორვარდ სადიო მანეს დააბრუნებს, რომელმაც "ვესტ ბრომთან" შეხვედრა გამოტოვა, რადგან მწვრთნელის სიტყვებით თავისი ქვეყნის ნაკრების თამაშიდან გვიან დაბრუნდა. კუმანს კვლავ მოუწევს ბერტრანის, ფორსტერის, კლასისა და გარდოშის გარეშე ათამაშოს გუნდი. ბერტრანი და კლასი მწყობრში ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩადგნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ჯონსი, შოუ,
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Rojo, Blind, McNair, Smalling, Darmian, Valencia, Carrick, Schneiderlin, Schweinsteiger, Fellaini, Herrera, Mata, Depay, Young, Lingard, Rooney, Martial, Wilson.
პარტნიორებს ვერ დაეხმარება მცველი ფილ ჯონსი, რომელიც კვლავ არ გამოჯანმრთელებულა, ასევე მისი კოლეგა ნაკრებში, ლუკ შოუ, რომელმაც პსვ-სთან მატჩში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო. ხოლო, რაც შეეხება კაპიტან უეინ რუნის, იგი შემადგენლობას უბრუნდება და თამაშსაც შეძლებს.
"საუთჰემპტონი"
მე-11 ადგილი, 6 ქულაუკანასკნელი 5 შეხვედრა: ფ-წ-ფ-მ-წ
ჩემპიონატის ბოლო 6 შეხვედრიდან 4-ში რონალდ კუმანის შეგირდები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.
პრემიერ ლიგის ბოლო 11 შეხვედრიდან "წმინდანებმა" მხოლოდ 2 მოიგეს - 2 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.
2014 წლის ნოემბრიდან "საუთჰემპტონმა" პირველად მოახერხა ზედიზედ სამ მატჩში კარის "მშრალად" შენახვა.
ამასთან ერთად, კუმანის გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობს სახლში. პრემიერ ლიგის ეგიდით "სენტ მერიზე" გამართული ბოლო 7 შეხვედრიდან მასპინძლებმა 5 მოიგეს და მხოლოდ 1 წააგეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-3 ადგილი, 10 ქულაუკანასკნელი 5 შეხვედრა: მ-მ-ფ-წ-მ
"ლივერპულის" გატანილმა სამმა გოლმა "იუნაიტედის" გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში გააორმაგა.
"ოლდ ტრაფორდის" მასპინძლებმა სიმონ მინოლეს კარში სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს.
ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული 21 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ 7 მოიგო - 7 მოგება, 8 ფრე, 6 წაგება.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"საუთჰემპტონი"
წამყვანი ბომბარდირი: პელე, ტადიჩი - 2 გოლი .
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი, დეპაი - 3 გოლი (0 ლიგაში).
პრემიერ ლიგის ბოლო 8 შეხვედრაში, რომელიც დავიდ დე ხეამ სრულად ითამაშა, კარის "მშრალად" შენახვას ვერ ახერხებს.
უეინ რუნის ერთი გოლი სჭირდება, რათა ინგლისის ჩემპიონატში გატანილი ბურთების რაოდენობით კლუბის საუკეთესო მესამე ადგილოსან გოლეადორს, დენის ლოუს გაუთანაბრდეს - 171 გოლი. მხოლოდ ბობი ჩარლტონსა (199) და ჯეკ როულის (182) გაჰქონდათ ლიგაში უფრო მეტი გოლი.
რუნი თავის კარიერაში მეორედ ვერ ახერხებს პრემიერ ლიგის ზედიზედ 10 შეხვედრაში გოლის გატანას. პირველად ეს 2003 წლის აგვისტო-დეკემბერში მოხდა, როცა ის ჯერ კიდევ "ევერტონის" ფეხბურთელი იყო. ფორვარდის მიმდინარე უგოლო სერია 864 წუთს ითვლის.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა პრემიერ ლიგის 5 ტურში ჯამში 578.5 კმ. გაირბინეს, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 116-ჯერ შეხვდნენ. "საუთჰემპტონის" ანგარიშზე 26 გამარჯვებაა, "იუნაიტედის" ანგარიშზე 60, ხოლო 30 მატჩი ფრედ დასრულდა.
"საუთჰემპტონმა" ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო შეხვედრა 2015 წლის იანვარში მოიგო, რაც 1988 წლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" პირველი გამარჯვება იყო. ამ მატჩმა "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ 8 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
"წმინდანებმა" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედთან" 22 შეხვედრა დათმეს - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მეტოქესთან.
როცა პრემიერ ლიგის მატჩებში "იუნაიტედის" წინააღმდეგ "საუთჰემპტონი" პირველი უშვებდა გოლს, ყოველ თამაშს აგებდა, გარდა ერთისა - 1 ფრე, 15 წაგება.
მეორეს მხრივ, "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო 7 შეხვედრაში ვერ ახერხებს კარის "მშრალად" შენახვას.
ამ გუნდებს შორის პრემიერ ლიგაში გამართულ ბოლო 32 მატჩში მხოლოდ ერთი წითელი ბარათი იქნა ნაჩვენები. ეს მოხდა 1996 წლის ოქტომბერს, როცა "წმინდანებმა" 6-3 მოიგეს მატჩი, რომელშიც როი კინი 21-ე წუთზე გააძევეს.
ვან გაალსა და კუმანს შორის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო ოთხი შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით სრულდებოდა - 2014/15 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში, 2006/07 წლების სეზონში ერედივიზში, როცა კუმანი პსვ-ში მუშაობდა, ვან გაალი კი აზ-ში.
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "საუთჰემპტონი" - 24 მოგება,
"იუნაიტედი" - 49 მოგება, ფრე - 23.
პრემიერ-ლიგა "საუთჰემპტონი"- 6 მოგება,
"იუნაიტედი" - 22 მოგება, ფრე - 4.
"საუთჰემპტონის" სტადიონი"
ლიგა: "საუთჰემპტონი" - 16 მოგება.
"იუნაიტედი" - 18 მოგება, ფრე - 14 .
პრემიერ-ლიგა: "საუთჰემპტონი" - 5 მოგება.
"იუნაიტედი" - 9 მოგება, ფრე - 2
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
გასული წლის ანალოგიური შეხვედრა
"საუთჰემპტონი" 1-2
"მანჩესტერ იუნაიტედი"8 დეკემბერი, 2014 წელი
მსაჯი: კევინ ფრენდი
სწრებადობა: 31,420
გოლი "საუთჰემპტონის" რიგებში: პელე 31'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 12' 71'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა მიმდინარე სეზონში 4 მატჩი განსაჯა, 17 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: საიმონ ბეკი, ჯეკ კოლინი
სათადარიგო მსაჯი: კევინ ფრენდი