თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2015, 08:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1914,
კომენტარები: 7
ვან გაალი: "ჩემი სიტყვები არაფერს ცვლის"
ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ფორვარდის შესახებ.
ვან გაალი:
უეინ რუნის გამოჯანმრთელებამ "სენტ მერიზე" გასამართ მატჩში შესაძლოა, "იუნაიტედის" ბოლო შენაძენის, ახალგაზრდა ენტონი მარსიალის შემადგენლობიდან ამოვარდნა გამოიწვიოს.

"ლივერპულთან" გამართულ შეხვედრაში ფრანგმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესვლის შემდეგ მოახერხა თავის გამოჩენა და კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში "იუნაიტედმა" მისი გოლის წყალობით 3-1 იმარჯვა.

მარსიალმა ძირითადში დაიწყო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში პსვ-ს წინააღმდეგ, თუმცა თამაშზე დიდი გავლენა ვერ იქონია.

მიუხედავად იმისა, რომ ენტონის ტრანსფერი სამომავლო გეგმებისთვის არის გათვალისწინებული, ლუი ვან გაალი 19 წლის ფეხბურთელს ახლო მომავალშიც დაეყრდნობა.

"როცა ვამბობ, რომ ენტონი მარსიალი მომავლის ფეხბურთელია, ეს განპირობებულია იმით, რომ 19 წლის ფეხბურთელი ჯერ არ არის სრულად განვითარებული.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახლო მომავალში მასზე არ ვამყარებ იმედებს.

უბრალოდ, ყოველკვირას უნდა განვსაჯო გამოვიყენო თუ არა. ეს დამოკიდებულია შესაძლებლობაზე, რომელიც მაქვს",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 სექტემბერი 2015 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როცა რუნი არ იქნება ჯამრთელად ალბათ მხოლოდ მაშინ იქნება ხოლმე ძირითადში , თუმცა რუნის ათაინზე გადმოწევაც შეიძლება რა თქმა უნდა და მის წინ მასრიალის დაყენება. პოტენციალი რომ აქვს ამ ფეხბურთელს მაგაში ეჭვი არ არსებობს, უბრალოდ როგორც ვან გაალმა აღნიშნა ჯერ 19 წლისაა და ბოლომდე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი არაა.
0
№2
ავტორი: chudikone
19 სექტემბერი 2015 11:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან კაი ფეხბურთელია, მარა უილსონს რატო კლავ სკამზე ? derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: GeorgeBest
19 სექტემბერი 2015 16:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამასთან ერთად უილსონსაც მიეცი შანსი და გამოსცადე ორივე შეტევაში. ამხანაგურები რო უწევდეს ეს დუეტი საინტერესო იქნებოდა
0
№4
ავტორი: SolomonKane
19 სექტემბერი 2015 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
უილსონ და მარტიალ დააყენოს ერთად და გადაჭამენ მეტოქეებს თავს სკამის გამო :)
0
№5
ავტორი: Martial
19 სექტემბერი 2015 22:28
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
რუნის უკან დაწევს ესე მგონია და მარტო მარსიალი გვრჩება. უილსონს ისეთი ნდობა არ აქვს როგორიც ამას ))
0
№6
ავტორი: Count Alucard
19 სექტემბერი 2015 23:08
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რუნი ისეთ საშინელ ფორმაშია, შეიძლება უკეთესიც კი იყოს მარსიალის დაყენება ძირითადში.
0
№7
ავტორი: Macklemore
20 სექტემბერი 2015 14:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მარსიალი ფორვარდად და რუნი მის უკან, მგონი ყველაზე კაი ვარიანტია. 10იანზე ვერავინ გაამართლა და რჩება მხოლოდ რუნი, რომელსაც სასტარტო შემადგენლობიდან ვერ ამოაგდებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top