ლუი ვან გაალს არ აწუხებს ის ფაქტი, რომ უეინ რუნის პრემიერ ლიგაში გოლი არ გაუტანია, თუმცა მისთვის საგანგაშოა, რომ გუნდს ცოტა გოლი გააქვს.
მცირე ტრავმის მოშუშებისა და ორი მატჩის გამოტოვების შემდეგ უეინი "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება.
29 წლის ფორვარდი აპრილს "ასტონ ვილას" კარში გატანილი გოლის შემდეგ პრემიერ ლიგაში პირველი გოლის გატანას ეცდება.
კაპიტნის მშრალი სერია პრემიერ ლიგაში 864 წუთს ითვლის, დაახლოებით 15 სათამაშო საათს, თუმცა ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო მატჩში "ბრიუგეს" სამი გოლი გაუტანა.
"რუნიმ "ბრიუგეს" წინააღმდეგ გაიტანა. გაიტანა, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ეს პრემიერ ლიგაა თუ ჩემპიონთა ლიგა. რუნის აქვს გატანილი გოლების რაოდენობა ხუან მატას, მემფის დეპაის, ენტონი მარსიალისა და მარუან ფელაინის მსგავსად." - განაცხადა ლუი ვან გაალმა.
"შეგიძლიათ დაითვალოთ ყველა გოლი, რომელიც მან გაიტანა, ჩემს მეხსიერებაში ასეთი მრავლად არის.
კლუბის რეკორდის დამხობასთან ახლოსაა, ამიტომ იმედი მაქვს შეძლებს კიდეც, მაგრამ უნდა მოვიცადო და ვნახო.
ჩემთვის კი სულერთია, ვის გააქვს გოლი.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ბევრი გოლი გაჰქონდა, მაგრამ უფრო მეტი უნდა გავიტანოთ. როცა ისე დომინირებ ყოველ მატჩში, როგორც ჩვენ, იმ მატჩებს უნდა იგებდე". - დაასრულა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.