თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2015, 22:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1601,
კომენტარები: 6
ვან გაალი ტრავმირებულების შესახებ
ლუი ვან გაალმა ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
ვან გაალი ტრავმირებულების შესახებ
ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ ლუკ შოუს ტრავმა დიდი დარტყმაა თანაგუნდელებისა და მისი სამწვრთნელო გეგმებისთვის, თუმცა სასიხარულო ამბავი ის არის, რომ უეინ რუნი "საუთჰემპტონთან" თამაშს შეძლებს.

შოუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში "პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ მატჩში პირველ ტაიმში მიიღო ტრავმა და ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გამოჯანმრთელებას.

რუნიმ კი "ლივერპულთან" მატჩის წინ მიიღო დაზიანება და ჰოლანდიაში გამართული შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა ახლა უკვე მზად არის შემადგენლობაში მოხვედრისთვის.

ტრავმირებულებზე საუბრისას ვან გაალმა განაცხადა: "უნდა აღვნიშნო, რომ შოუ ძლიერი და ფორმაში მყოფი იყო. წინა დღისგან განსხვავდებოდა, ამიტომ მიხარია, თუმცა მან იცის, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ოპერაცია კარგად დასრულდა, მაგრამ ცოტა ოპერაცია თუ არის კარგი. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რამდენ დროს მოითხოვს.

ჩემი საუბარი სუბიექტის შესახებ, სულს უძლიერებს. ყოველი მოთამაშე, ყოველი კოლეგა ინტერესდება მისით და ეს შესაძლოა არ იყოს კარგი (თუ მას დასვენება სურს). მე მივწერე მას იმისთვის, რომ ყველაზე ბოლოს გამოვქომაგებოდი, რადგან დასვენებაც მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებისთვის. რა თქმა უნდა, კარგი ექიმი და სამედიცინო დეპარტამენტი გვყავს.

ჰოლანდიაში ხალხი გავგზავნეთ, რათა მისი დაბრუნებისას მასზე იზრუნონ. ამაზე და მის ოჯახზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან მისი ოჯახიც იქ არის. შოუსთვის ეს უდიდესი მხარდაჭერაა. მთავარი ის არის, როგორ ჩაივლის გამოჯანმრთელების პროცესი."


როცა ჰკითხეს დაცვაში დანაკლისის შესახებ, ლუიმ უპასუხა: "რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისია. ამ სეზონში განსაკუთრებით გამოვყავი, რომ ეს ლუკ შოუს სეზონი იქნებოდა. მან ფანტასტიკურად დაიწყო და ეს ყველამ ნახა. უდიდესი დანაკლისია, უდიდესი დანაკარგი.

ხელახლა უნდა ააგო კომბინაცია მის გარეშე. მემფისი და შოუ დიდებული კომბინაცია იყო, ახლა კი ახალი უნდა ავაგო. ახალად უნდა დაიწყო და ეს ყოველთვის რთულია. მისთვისაც რთულია, ვინც შოუს ჩაანაცვლებს".


რაც შეეხება სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებს, რუნისა და ჯონსს, ვან გაალმა კაპიტნის შესახებ უფრო პოზიტიური ამბები გაავრცელა.

"რუნი სათამაშოდ მზად არის. მან მხოლოდ ერთი კვირა გამოტოვა. ასე იმიტომ მოხდა, რომ რისკი არ გავწიეთ. ფილ ჯონსი დაბრუნდა და ჯგუფთან ერთად პირველად ივარჯიშა. მატჩის ჩასატარებლად არ არის მზად, მაგრამ ვარჯიში შეუძლია. მხოლოდ შოუ არის ტრავმირებული".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2015 21:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფლანგიდან მაგრად დაგვაკლდება შოუ შეტევაში უფრო. კარგჰად ერთვებოდა და უფრო მეტ შედეგს დადებდა. წინა თამაშიდან გამომდინარე არამგონია ისევ ბლინდს ანდოს

შეიძლება ისევ იანგიც გაეძროს, გამორიცხული არაა
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 სექტემბერი 2015 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეეჰ შოუ მართლა ძალიან დიდი დანაკლისია რაა recourse

რუნის დაბრუნება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, კარგია ისიც რომ ჯონსმაც განაახლა ვარჯიშები, მაგრამ რათ გინდა ერთ კვირაში ისევ დაიმტვრევა areyoukiddingme
0
№3
ავტორი: Best 7
18 სექტემბერი 2015 22:50
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Iangi dadgeba shous adgilze mara veravin ver shecvlis axlandeli sastavidan dastoinad luks
0
№4
ავტორი: Mufc7
18 სექტემბერი 2015 23:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა იქნებოდა, არ მიეღო შოუს ეს ტრავმა, რა კარგად დაიწყო სეზონი არადა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: chudikone
19 სექტემბერი 2015 11:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნიც ბრუნდება ხალხო likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Martial
19 სექტემბერი 2015 22:31
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ბლინდი ყველაზე კარგი ვარიანტია ფლანგზე შოუს ნაცვლად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top