თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2015, 20:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1763,
კომენტარები: 5
წლის ფინანსური ანგარიში
"მანჩესტერ იუნაიტედმა" წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა
წლის ფინანსური ანგარიში
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში წლისა, რომელიც 2015 წლის 30 ივნისის მონაცემებს შეიცავს და რომელშიც მოცემულია 35 მლნ. ფუნტიანი დანაკარგი ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნასთან დაკავშირებით. კლუბმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო წელს შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება.

მომდევნო წელს კლუბის შემოსავალი 500 მლნ. ფუნტს გადააჭარბებს, რაც დიდწილად დაკავშირებული იქნება კომპანია Adidas-სთან დადებული შეთანხმებასა და ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დაბრუნებასთან. ამჟამად წლიური რეკორდული შემოსავალი მადრიდის "რეალს" ეკუთვნის, რომელიც კლუბმა 2013/14 წლების სეზონში აჩვენა და რომელმაც 513,7 მლნ. ფუნტს მიაღწია.

"ახალ სეზონს ვიწყებთ და დამაჯერებელ პოზიციებს ვიკავებთ როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ" - განაცხადა "იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა - "ბოლო დროს გუნდი გავაძლიერეთ როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელებით და გავედით ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე, ამასთან ერთად, ურთიერთობა დავიწყეთ კომპანია Adidas-სთან.

ჩვენი რეკორდული შემოსავლები და EBITDA-ს მაჩვენებლები 2016 წლის ჩათვლით აღნიშნავს ჩვენი კლუბის ბიზნეს-შემადგენლობას და ფორმირებას უწევს შემოსავლების სამომავლო ზრდას".


"მანჩესტერ იუნაიტედის" ისედაც კარგი შესამოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება, როცა სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის ახალი სატელევიზიო კონტრაქტის 5.14 მლნ. ფუნტის ოდენობის პუნქტები ამოქმედდება. როცა ამა წლის თებერვალში ცნობილი გახდა ამ შეთანხმების შესახებ, "იუნაიტედის" აქციების ღირებულება ნიუ-იორკის ბირჟაზე 5 პროცენტით გაიზარდა.

კლუბმა ასევე განაცხადა, რომ გეგმავს დამატებით 400 მლნ. ფუნტის გამომუშავებას ახალი აქციების გაყიდვით.

გლეიზერების ოჯახის მიერ "იუნაიტედის" შესყიდვის შემდეგ კლუბზე დაკისრებული ვალი დოლარის გამყარების შედეგად 341,8 მლნ. ფუნტიდან 411 მლნ. ფუნტამდე გაიზარდა. ხოლო, რაც შეეხება სუფთა ვალს, ის 275,4 მლნ. ფუნტიდან 255,2 მლნ. ფუნტამდე შემცირდა იმასთან დაკავშირებით, რომ ფულადი რესურსის მარაგი 66,4 მლნ. ფუნტიდან 155,6 მლნ. ფუნტამდე გაიზარდა.

კომერციული შემოსავალი სპონსორული შეთანხმებების ხარჯზე 189,3 მლნ. ფუნტიდან 196,9 მლნ. ფუნტამდე გაიზარდა.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2015 21:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგაზე რო არ იყვნენ 35 მილიონზე გაცილებით დიდი თანხების დაკარგვაზე იყო საუბარი. ტრავსფერებში ხელს არ შეუშლით ეს რაც მთავარია, ადიდასიც თავისას იზამს winked
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 სექტემბერი 2015 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ წამიკითხია სიახლე, პროსტა ვერ ვითმენ რო არ დავწერო, დუმბო დაბრუნდააააააა gun2 manutd
0
№3
ავტორი: Mufc7
18 სექტემბერი 2015 21:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვახო ( G G M U),
მეც მაგის დაწერას ვაპირებდი wink feel დაგვიბრუნდა gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Best 7
18 სექტემბერი 2015 21:24
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სად იყო მართლა ამდეი ხანი RojoDiablo? wink
0
№5
ავტორი: Blind
18 სექტემბერი 2015 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მაინც ვერაფერი ვერ გავიგე , მაგრამ რაღამც დუმბო დაბრუნდააა :Dდდ

დუმბო რამდენი გვალოდინეეე :დ აღარ დაგვტოვო ^_^
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top