"მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლის ფორვარდი, ჯეიმს ვილსონი, არენდის წესით სხვა კლუბში არ გადავა. ჯეიმსით "ვულვერჰემტონი" ინტერესდებოდა, თუმცა "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა, კენი ჯეკეტმა, განაცხადა, რომ ახალგაზრდა ინგლისელის არენდა არ შედგება.
"მგლებს" სასწრაფოდ სჭირდებათ ნუა დიკოს შეცვლა, რომელიც მძიმე ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება გუნდს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ვილსონის არენდა ამ პრობლემას გადაწყვეტდა.
"ბოლო ინფორმაციით ფეხბურთელი მიუწვდომელია, ამ მომენტისთვის მათ ჯეიმსის კლუბში დატოვება სურთ." - ციტირებს ჯეკეტის სიტყვებს Sky Sports. - "ბევრ კლუბს სურდა ჯეიმსის ნახვა თავიანთ რიგებში. თავიდან "იუნაიტედმა" განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო ის არენდით გაეშვათ, თუმცა სიტუაცია სწრაფად შეიცვალა."
"დაგვაინტერესებდა თუ არა ეს არენდა, თუ ის ხელმისაწდომი იქნებოდა? დიახ, ეს ნამდვილად ხელსაყრელი გარიგება იქნებოდა, თუმცა ეს შესაძლებლობა წარსულს ჩაბარდა."