"ლივერპულთან" გამარჯვება ლუი ვან გაალისთვის 28-ე გამოდგა თავის პირველ 51 მატჩში "მანჩესტერულ" კლუბში - ერთით მეტი, ვიდრე მოიესის, როცა მას ზუსტად ამდენივე შეხვედრა ჰქონდა გამართული. რომ არა მერსესაიდულ კლუბთან მოგება, "იუნაიტედის" ბოლო ორ მწვრთნელს პირველ 51 მატჩში მსგავსი შედეგი ექნებოდა. მოიესის გუნდმა მეტი გოლი გაიტანა (86), ვიდრე ვან გაალისგამ (84), მაგრამ დევიდმა ექვსით მეტი გოლი გაუშვა საკუთარ კარში.
ვან გაალი - მოიესი მოგება: 28-27 წაგება: 11-15 ფრე: 12-9 მოგება პროცენტულად: 54.90 v 52.94
საინტერესო იქნება გადავხედოთ ამ ორი მწვრთნელის პირველი 51 მატჩის გამორჩეულ მომენტებს, ცუდსაც და კარგსაც: