თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2015, 12:41
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2222,
კომენტარები: 5
მიმდინარე სეზონის პირველი ცვლილება დაცვის ხაზში
შოუს ტრავმა "იუნაიტედის" დაცვით ოთხეულს შეცვლის
მიმდინარე სეზონის პირველი ცვლილება დაცვის ხაზში
"საუთჰემპტონთან" მატჩში "იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში პირველი ცვლილების გაკეთება მოუწევს დაცვის ხაზში. "წითლებმა" რვა უკვე ყველა ჩემპიონატში ერთად რვა შეხვედრა ჩაატარეს და აქედან ყველა მატჩში უკანა ხაზი უცვლელი იყო - მატეო დარმიანი, დეილი ბლინდი, კრის სმოლინგი და ლუკ შოუ. ამ ოთხეულმა ვან გაალის ნდობა მოიპოვა და უცვლელად იქცა, მაგრამ შოუს ტრავმის გამო ვან გაალს პირველად მოუწევს სასტარტო შემადგენლობაში სხვა მცველის ჩასმა. ლუის შეუძლია მარცხენა ფლანგზე ბლინდი გადაწიოს და მის მაგივრად მარკოს როხო ათამაშოს. შესაძლებელია ეშლი იანგის უკან დახევა და მარცხნივ თამაში, რაც გასულ სეზონში ხშირად ვიხილეთ. სათადარიგოთა სკამზეა ახალგაზრდა პადი მაკნეირიც.

1993/94 წლების სეზონში პოლ პარკერმა, სტივ ბრიუსმა, გარი პალისტერმა და დენის ირვინმა სეზონის პირველი 11 მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს. ისტორიული თვალსაზრისით, ჯერ-ჯერობით სწორედ ისინი ფლობენ კლუბის ამ საინტერესო რეკორდს.

2007/08 წლებში უესლი ბრაუნმა, რიო ფერდინანდმა, ნემანია ვიდიჩმა და პატრის ევრამ სეზონის პირველი ცხრა შეხვედრა გამართეს. 1999/2000 წლებში კი ფილ ნევილმა, სტამმა, ბერგმა და ირვინმა პირველი 8 მატჩი ჩაატარეს.

წყარო: manutd.com
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
18 სექტემბერი 2015 13:18
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჩემი აზრით ბლინდი უნდა დადგეს მარცხენა მცველად და მისი ადგილი სმოლინგთან დუეტში როხომ უნდა დაიკავოს, საუკეთესო ვარიანტი იქნება იმ არჩევანიდან რაც ვან გაალს აქვს.
0
№2
ავტორი: chestersa
18 სექტემბერი 2015 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ბლინდმა უუნდა გადაიწიოს ფლანგზე და ცენტრში როხო ან ჯონი დადგეს სმოლინგთან ერთად! მარა ლუი ბლინდის ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბებას აპირებს მგონ და აქედან გამომდინარე რაღაც სასწაულს მოიფიქრებს როგორც ყოველთვის -_-
0
№3
ავტორი: Silver
18 სექტემბერი 2015 13:41
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ჯონსი ცენტრშიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! რაის როხო
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 სექტემბერი 2015 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Silver,
ჯონსი ვერანაირად ვერ იქნება იმიტომ , რომ ჯამრთელობის პრობლემა აქვს.

იანგი არ დავინახო მარცხენა მცელად!!! angry ალბათ ისევ ბლინდი დაიკავებს შოუს ადგილს და შუაში როხო იქნება.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2015 15:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდი ცენტრში უკეთესოა ვიდრე ფლანგზე და როხოც ეგრეა, ცენტრალურ მცველად არ გამოდგება დიდად (არც ბლინდია ვიდიჩი მარა მაინც) შეტევაშიც უკეთესია როხო და ბევრად სწრაფია. ჯონსი როცა დაბრუნდება სმოლინგს მაგას შეუწყვილებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top