"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს ლუკ შოუს პარასკევს მარჯვენა ფეხზე მეორე ოპერაციას გაუკეთებენ. 20 წლის ფეხბურთელი წმ. ანა ზიქენჰის ჰოსპიტალში მატჩის მსვლელობისას გადაიყვანეს და მას შემდეგ იქ იმყოფება. ამავე დღეს გაუკეთდა პირველი ოპერაცია. "იუნაიტედი" შოუს ინგლისში დაბრუნებას მომდევნო კვირაში გეგმავს. კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი შოუს ესტუმრა. ვუდვორდთან ერთად იმყოფებოდნენ ლუკის მშობლებიც. დაზიანება რთულად გამოიყურება და აღდგენითი პროცესიც დიდხანს გასტანს. დაბრუნების თარიღი კლუბს ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ვან გაალმა ივარაუდა, რომ ის მარტისთვის დაბრუნდება.
"ექიმი არ ვარ, მაგრამ როცა მუხლს ქვემოთ ორმაგი მოტეხილობაა, ექვს თვემდეა საჭირო დასაბრუნებლად. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, შოუზე ბევრი რამაა დამოკიდებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ის მიმდინარე სეზონშივე დაგვიბრუნდება" - განაცხადა ლუიმ.
წყარო: skysports.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.