ანდერ ერერა ყოველთვის ძალიან ემოცირად აღნიშნავს გოლს, ფანების ტრიბუნასთან მირბენით. კლუბის ოფიციალური საიტი manutd.com დაინტერესდა, თუ რატომ არის ბასკითვის ასეთ მომენტებში ფანებთან ახლოს ყოფნა მნიშვნელოვანი, ერერა:
"თავს კლუბის გულშემატკივრად მივიჩნევ. ისინი მთელ მსოფლიოში დაგვყვებიან, ბევრ ფულს და დროს ხარჯავენ ჩვენს გამო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფანები იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას. გულშემატკივრები ჩვენი ნაწილა, მე მათთან მივრბივარ, რადგან ეს მადლობის თქმის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია. ვფიქრობ, ისინიც მადლობელნი არიან ამის გამო."
ამ სეზონში 26 წლის ბასკის ანგარიშზე 2 გოლია. სადებიუტო სეზონში მან თავი 8-ჯერ გამოიჩინა და ერთხელ თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.