თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2015, 19:23
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 1843,
კომენტარები: 6
ნისტელროი: "ჩანს, რომ მარსიალი ნიჭიერია"
რუდ ვან ნისტელროიმ ენტონი მარსიალზე ისაუბრა.
ნისტელროი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა, რუდ ვან ნისტელროიმ, კლუბის ახალწვეულ ენტონი მარსიალზე თავისი შეხედულება გამოთქვა და ასევე აღნიშნა, რომ ლუი ვან გაალის დიდი თაყვანისმცემელია.

"თუ მარსიალი გააგრძელებს იგივეს კეთებას, რაც მან "ლივერპულთან" ჩაიდინა, ის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა." - განაცხადა რუდმა "პსვ"-სა და "იუნაიტედის" 19 წლამდელთა გუნდების შეხვედრაზე დასწრების შემდეგ. - "სხვა მხრივ, რას უნდა ველოდოთ მისგან თუ რეალისტები ვიქნებით? იმედი უნდა გვქონდეს, რომ "მანჩესტერისთვის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება."

"ჩანს, რომ მარსიალი ზუსტად ის გამოკვეთილი ფორვარდია, რომელც გუნდს სჭირდება. უეინ რუნიც ამ პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაზე საუკეთესოდ ავლენს თავის შესაძლებლობებს. აშკარაა, რომ უეინს შეუძლია ამ როლის მორგება და გოლების გატანა, თუმცა მარსიალი უნდა იყოს შეტევის წინა ხაზზე, ხოლო რუნი მის უკან უნდა მოქმედებდეს. ეს შესანიშნავი ტანდემი იქნება."

"ჩვეულებრივ, 4 ტურნირზე მოასპარეზე გუნდები, სეზონის წინ, საკუთარ შემტევთა რიცხვს აორმაგებენ, მაგრამ "იუნაიტედმა" ასე არ გააკეთა. ეს ბევრ კითხვებს გააჩენს სეზონის განმავლობაში, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ "მანჩესტერის" შეტევა იმედებს აცრუებს, შემტევები რეგულარულად ქმნიან მომენტებს, მხოლოდ რეალიზაციის დამუშავება სჭირდებათ."

"აქამდე მარსიალზე არაფერი მსმენოდა, თუმცა მას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მორიგი მოულოდნელი აღმოჩენა. ენტონის ჯერ კიდევ დრო სჭირდება, თუმცა მისი ნიჭი აშკარად ჩანს."

ვან ნისელროიმ, აგრეთვე განაცხადა, რომ ესმის საით მიყავს გუნდი ლუი ვან გაალს და რა მიზნის მისაღწევად შრომობს ის.

"მე ვიცი რას ეძებს ვან გაალი და ვხედავ, რომ ნელ-ნელა ის მიზნისკენ მიიწევს. პირველ რიგში, მას სურდა დაცვაში ბურთის კონტროლის გაძლიერება და ეს არის ახალი გუნდის აშენების საფუძველი. ვფიქრობ, ამ სეზონში ზუსტად ამ პროცესს მივადევნებთ თვალს. თავიდან ლუის საფუძვლის ჩაყრა სურს, რომლის წყალობითაც გუნდი უკეთ და უკეთ ითამაშებს მომდევნო წლებში."

"მე მისი დიდი გუნლშემატკივარი ვარ. ლუიმ 4 თუ 5 კლუბში შექმნა ძლიერი გუნდი. ვან გაალი ყოველთვის აღწევს წარმატებას."

წყარო: manutd.ru
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
17 სექტემბერი 2015 19:25
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნიჭი აშკარად აქვს, მაგრამ ბევრი უნდა იშრომოს. პირველ რიგში ენა ისწავლოს, რომ თანაგუნდელებს რამე გააგებინოს lol თუ არ გაზარმაცდა ბევრს მიაღწევს. ვან გაალთან დაკავშირებით ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ უბრალოდ ძალიან დიდი დრო მიაქვს ახალი გუნდის შენებას. ფერგისაც ბევრჯერ აუშენებია ახალი გუნდი, თუმცა ამდენი დრო არ დასჭირვებია მას. მით უმეტეს, რომ თითქმის 400 მილიონი დაიხარჯა 2 წლის განმავლობაში.
0
№2
ავტორი: Mufc7
17 სექტემბერი 2015 19:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რუუუუდ love აქამდე მარსიალზე მეც არაფერი მსმენია, ნიჭიერია და კიდევ ბევრჯერ უნდა დაამტკიცოს ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 სექტემბერი 2015 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ ადრეა მარსიალზე რაღაც დასკვნების გაკეთება, თუმცა პოტენციალი რომ აქვს ამ ფეხბურთელს ამას ყველა ამჩნევს. წინ დიდი დრო აქვს გასავლელი და როგორც რუდმა აღნიშნა მეც მეჯრა, რომ მარსიალი იუნაიტედის ნამდვილი აღმოჩენა იქნება winked
0
№4
ავტორი: Best 7
17 სექტემბერი 2015 21:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Axali endi kouli gaxdeba:D
0
№5
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2015 22:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაც ლივერპულთან ჩაიდინა იგივე ამდენჯერმე სცადა მარა ყველას შკრტელივით კი ვერ მოატყუებს. ჯერ დრო სჭირდება, ნიჭიერი ფორვარდია მაგრამ სულ რომ მესის აჯობოს ძაან გადაჭარბებული თანხა გადაიხადეს და ამაზე დავა არც ღირს
0
№6
ავტორი: red devil
18 სექტემბერი 2015 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შენ დონეზე იტამაშოს და არ გვინდა მეტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top