პირველ რიგში ლუკ შოუს საშინელ ტრავმაზე გკითხავთ. შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე ახალი მის მდგომარეობაზე?
მან ფეხი ორ ადგილას მოიტეხა. ვფიქრობ, მანჩესტერში გადაიყვანენ და იქ ჩაუტარდება როგორც გამოკვლევა, ისე ოპერაცია. ეს ძალიან დიდი დარტყმაა მისთვის, ასევე გუნდისთვის და ჩემთვის.
მეტოქის ვარდნა დაინახეთ? რამდენად კმაყოფილი ხართ?
რას გულისხმობთ?
ვარდნა, რომელმაც შოუს ტრავმა გამოიწვია. დაინახეთ ეს ეპიზოდი?
როგორც მწვრთნელმა, რა შემიძლია ვთქვა? როდესაც მე ვამბობ რომ ეს არის წითელი ბარათი და პენალტი, დამარცხებულ ლაჩრად მთვლიან. ამიტომ.... ვფიქრობ თქვენ თვითონ უნდა მიხვიდეთ დასკვნამდე.
რას ფიქრობთ მთლიანად თამაშზე?
მატჩი ისეთივე გამოვიდა, როგორიც "სუონსის" წინააღმდეგ. ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით, ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ ვერ ვიყეენბდით მათ. ხოლო მეტოქემ პირველივე შესაძლებლობიდან გაგვიტანა. ისევ რიკოშეტი. რაც შეეხება მეორე გოლს, შეტევის წამოწყების პირველივე ფაზისას დავკარგეთ ბურთი და ისინი წინ გავიდნენ. შესანიშნავი შედეგი "პსვ"-სთვის, თუმცა საშინელი ჩვენთვის.