"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოუზი, რომელიც ამჟამად "BT Sport"-ის ექსპეტრად მუშაობს, ხშირად გამოირჩევა მისი ყოფილი კლუბის მიმართ კრიტიკით. თუმცა მისი განცხადებით "პსვ"-სთან გამართულ მატჩში ლუი ვან გაალის ახალი გუნდის შენების ნიშნები გამოჩნდა.
"თქვენ ორმა შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ "იუნაიტედი" უნდა შევაქო." - განაცხადა პოლ სქოულზმა, ჯეკი ჰამფრისთან და ოუენ ჰარგრივზთან საუბარში. "მათ არ უნდა წაეგოთ ეს მატჩი. მე ვთვლი, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, მათ უბრალოდ ვერ მოახერხეს გადამწყვეტ ფაზაში კარგად მოქმედება. ეს მათი საუკეთესო საღამო არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი საშიშად გამოიყურებოდნენ. გუნდში გაჩნდა რაღაც, რაზეც ახალი გუნდის აშენება შეიძლება."
"ხუან მატამ "ათიანის" პოზიცაზე თამაშით ვერ მოახერხა მატჩზე გავლენის მოხდენა, მაგრამ როდესაც უეინ რუნი დაბრუნდება, სწორედ ის დაიკავებს ამ ადგილს. თუმცა, მეორე მხრივ, გუნდს ჰქონდა კარგი ტემპი და ძალა. მარსიალი შესანიშნავად მოქმედებდა, ბასტიან შვაინშტაიგერმაც დაგვანახა თავისი კლასი მოედნის ცენტრში. ყველანაირი ნიშანი არის იმის, რომ მალე ძალიან კარგი გუნდი ჩამოყალიბდება."