ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, რომელშიც "იუნაიტედი" "პსვ"-ს სტუმრობდა, ლუკ შოუმ მარჯვენა ფეხზე სერიოზული დაზიანება მიიღო. დიაგნოზი ორმაგი მოტეხილობა გახლავთ.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა: "მე არ ვარ ექიმი და წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ როდესაც ფეხბურთელს ორმაგი მოტეხილობა აღენიშნება, ის ოთხიდან - ექვს თვემდე უქმობს. შოუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს გამოტოვებს. თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონში, ის კვლავ გამოვა მოედანზე."
აღნიშნული მატჩის მსვლელობის დროს, ლუკ შოუმ თავის ოფიციალურ თვითერზე შემდგომი პოსტი გამოაქვეყნა: "დიდი მადლობა ყველას შეტყობინებებისთვის, სიტყვებით ვერ ავღწერ, თუ როგორ დაცარიელებული ვარ ახლა. ჩემი აღდგენითი პროცესი იწყება ამ წუთიდან. მე დავბრუნდები ძლიერი."