ლუი ვან გაალმა მემფისთან ერთად მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ერედივიზიაზე, დეპაის თამაშის ხარისხზე და ენტონი მარსიალზე ისაუბრა.
"ერედივიზია ძალიან სასიამოვნო საყურებელია. ჩემპიონატი უფრო და უფრო ახალგაზრდული ხდება. სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაში ხდის სასიამოვნოს ამ ლიგის ყურებას. მე მომთმენი ვარ მემფისის მიმართ, ფანებიც მომთმენნი უნდა იყვნენ. ანალოგიურად უნდა მოვექცეთ ჯესი ლინგარდს, ადნან იანუზაის, პერეირას და მათ მსგავს ახალგაზრდა მოთამაშეებს. ისინი ხომ ჯერ 19, 20 და 21 წლისები არიან."
"ლივერპულთან" ენტონი მარსიალმა თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა, თუმცა ლუი ვან გაალი თვლის, რომ მისი ძირითადში დაყენება ჯერ ადრეა.
"შაბათის მატჩის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოგვეცა ვარჯიშის შესაძლებლობა. მარსიალმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მასაც დრო სჭირდება. ხვალ "პსვს" ვეთამაშებით და ეს მარტივი არ იქნება, ისინი ჰოლანდიის ჩემპიონები არიან."
ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა "პსვს" ყოფილმა ფეხბურთელმა, მემფის დეპაიმაც. ის ფიქრობს, რომ გუნდის ახალგაზრდა წევრებთან ურთიერთობა დიდად დაეხმარება თამაშის გაუმჯობესებაში.
"მე, ლუკ შოუ და მარსიალი ახალგაზრდები ვართ და ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია. ლუკს ხშირად ვესაუბრები, ის ჩემთან შედარებით დიდი ხანია პრემიერ ლიგაში თამაშობს და ბევრ კითხვას ვუსვამ. ჩვენ ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ" - განაცხადა დეპაიმ.
წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.