"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა "პსვსთან" მატჩისთვის კლუბის განაცხადი გაავრცელა. გუნდს შეხვედრაში კაპიტანი უეინ რუნი დააკლდება, რომელმაც ტრავმა პარასკევს, ვარჯიშზე მიიღო. მუხლის დაზიანების გამო მისი თამაში "საუთჰემპტონთანაც" საეჭვოა. განაცხადს ორი ახალგაზრდა "მანჩესტერელი" დაუბრუნდა - ჯეიმს უილსონი და ანდრეს პერეირა. პერეირა კლუბმა სწორედ "პსვსგან" შეიძინა, თუმცა მისი თამაში, ბუნებრივია, საეჭვოა. კლუბის 18 კაციანი განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:
განაცხადი: დევიდ დე ხეა, სერხიო რომერო, დეილი ბლინდი, მატეო დარმიანი, პადი მაკნეირი, მარკოს როხო, ლუკ შოუ, კრის სმოლინგი, ანტონიო ვალენსია, მაიკლ კერიკი, ანდერ ერერა, ანდრეს პერეირა, მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ხუან მატა, ეშლი იანგი, მემფის დეპაი, მარუან ფელაინი, ანტონი მარსიალი, ჯეიმს უილსონი.
შეგახსენებთ, მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით საღამოს 22:45 წუთზე გაიმართება.
წყარო: manutd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.