მარკოს როხომ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მას მოსწონს ლუი ვან გალთან მუშაობა, მიუხედავად იმ აზრისა, რომ ის ცუდათ ეპყრობა ლათინოამერიკელებს.
"ლუი - ძლიერი პიროვნებაა და უბრალოდ დიდებული ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზის დროს ის სახით ბულდოგს წააგავს, მუშაობა მასთან კომფორტულია. როცა მასთან მუშაობ ყოველდღე, უკეთესად იცნობ მას და ეჩვევი მის მოთხოვნებს. ის ყოველთვის გახსნილია საუბრისთვის და შეიძლება მიმართო მას ნებისმიერი კითხვით",-ციტირებს მარკოს როხოს სიტყვებს goal.com-ი.
"საუბარი იმის შესახებ, რომ ვან გალს არაობიექტურად ეპყრობა ლათინოამერიკელებს - ეს უბრალოდ ჭორებია. ლუის ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. ის - დიდებული ადამიანია, რომელიც არ აკეთებს განსხვავებებს ევროპელებსა და ლათინოამერიკელებს შორის".