მე ყოველთვის ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მწვრთნელს 2-2.5 წელიწადი უნდა მისცეს, რა საშინელ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს გუნდი. ჩემი მხარდაჭერა ლუის მიმართ უცვლელია, მაგრამ არის რამდენიმე მომენტი გუნდში, რაც ძალიან მაშინებს. როდესაც დევიდ მოიესი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი მას, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის საქმე არცთუ ისე სასურველ მდგომარეობაში იყო. ფაქტია, სიტუაცია არც ახლაა შესაშური, ვინაიდან გუნდში გარკვეული დაძაბულობაა და ზოგჯერ მოსაწყენი თამაში, მაგრამ ყველა ვან გაალთან ერთად უნდა გაერთიანდეს ამ სეზონის განმავლობაში და მომდევნო სეზონის დასაწყისში.
მწვრთნელი ისეთ წერტილში იმყოფება, რომ მან უნდა დაიწყოს სასურველი შედეგის დადება, რადგან გუნდმა საკმაოდ დიდი თანხა გამოუყო ტრანსფერებისთვის.
დე ხეას კონტრაქტი ძალიან დროული იყო "ლივერპულთან" მატჩამდე. იმის თქმა, რომ "ლივერპულთან" მატჩი გადამწყვეტი იყო ლუისთვის - გადამეტებული იქნება. მაგრამ ფეხბურთელები შეკრულები უნდა გამოვიდნენ მოედანზე და ასე ფიქრობდნენ: "ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" ვეთამაშებით "ლივერპულს", ახლა ჩვენ მათზე ძლიერები ვართ. მოდი, ვაჩვენოთ ყველას, როგორ უნდა ითამაშოს "მანჩესტერ იუნაიტედმა".
ძალიან ვნერვიულობ. ერთი მხრივ, მე არ მომწონს რასაც ვხედავ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ მანჩესტერი ჯერ კიდევ პოსტფერგიუსონის პერიოდშია. დაახლოებით ანალოგიური სჭირდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ, ლუი ვან გალს განვიკითხავთ ისე, როგორც დევიდ მოიეს. თუმცა, ლუი უნდა ხვდებოდეს, თუ რაოდენ დიდ გუნდში მოხვდა. ანალოგიური შედეგი რომ დაედო მას "ბაიერნში" ან "ბარსელონაში" ამდენი ხარჯის შემდეგ, მას დიდი პრობლემები ექნებოდა. მაგრამ "იუნაიტედს" მიდგომა ახასიათებს ამ საკითხთან.
მაგრამ, მე მაინც ჩემს აზრს ვემხრობი. ახლა გუნდში ისეთი სიტუაციაა, რომელზეც ფერგიუსონის დროს ვიცინოდით. ეს მჭამს ყველაზე მეტად. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ლუის შარშან კონფლიქტი ჰქონდა ფეხბურთელებთან. იმ ფეხბურთელებთან, რომელიც თვითონ მოიყვანა - დი მარია და ვალდესი. ვან გაალს რკინის ხელით უნდა გუნდის მართვა, რაც სასურველ შედეგს არ მოგვიტანს.
დი მარია, ვან პერსი, როხო, ვალდესი, ფალკაო და სხვები. ისინი კარგი ბიჭები არიან. ამიტომ, მე ძალიან აღზნებული ვარ, როდესაც ვხედავ ლუის რკინის ხელის ქვეშ ბიჭებს, რომლებსაც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცნობ და ვიცი, რომ ნამდვილი პროფესიონალები არიან.
დღემდე ვერ ვინელებ უელბეკის დაკარგვას. ვერ ვხვდები იანუზაის არენდას, რომელიც ხუთი მატჩის შემდეგ გაგზავნეს გერმანიაში.
სატრანსფერო პოლიტიკა ყველაზე მეტად მაკვირვებს. ეს ყველაფერი გაფუჭებულ საქანელას ჰგავს. თქვენ რომ გეთქვათ, გასული სეზონის ბოლოს ჩემთვის გუნდი 30-40 მილიონს დახარჯავს და შეიძენს შვანშტაიგერს, შნეიდერლინს, დეპაის, დარმიანსა და მარტიალსო, მე გეტყოდით, რომ ეს არაჩვეულებრივია-მეთქი. მაგრამ, თუ ამას დე ხეას ამბავი მოჰყვებოდა, წავიდოდა ფალკაო და ვან პერსი, წავიდოდა დი მარია და რაფაელი, სიმართლე გითხრათ, მე დიდი ეჭვები გამიჩნდებოდა. ეს იქნებოდა მარცხი გამარჯვების ფონზე. ჭორები ნეიმარზე, რამოსზე, ბეილზე და მიულერზე სრული აფსურდია, რომელმაც გულშემატკივრები ააფორიაქა. "იუნაიტედი" ყოველთვის ამაყობდა თავისი სატრანსფერო პოლიტიკით, მაგრამ ეს დრო უკვე წავიდა.
ჰოლანდიელი თავს ვერ იკავებს ჟურნალისტების წინაშე და ეუბნება მათ, რომ არაფერი იციან. მისი ნათქვამი გამოდის, რომ გულშემატკივრებსაც ეხება, ვინაიდან მათაც აინტერესებთ, რატომ არ დგას დე ხეა ძირითადში, რატომ ვყიდით ფეხბურთელებს და არ ვყიდულობთ მათ შემცვლელებს?
რატომ შევიძინეთ მარტიალი 36 მილიონად? ვან გაალს საკუთარი მეთოდები გააჩნია, როგორ იმუშაოს გუნდში, მაგრამ, როდესაც საქმე ტრანსფერებს ეხება - კატასტროფაა.
როდესაც იგი ეუბნება ჟურნალისტებს: "თქვენ გგონიათ, რომ ჩემზე ჭკვიანი ხართ?" არავინ არ ამბობს ამას, ჟურნალისტი სვამს კითხვას, რომელიც უნდა დასვას. ეს მისი სამსახურია, მისი მოვალეობაა. ედ ვუდვარდის მიერ განხორციელებული ტრანსფერები ამ ზაფხულში ფანტასტიკურია.
როდესაც სუონსისთან თამაშს ვუყურე ნახევარი თვის უკან, გამოვყავი ორი მომენტი. მე დავინახე სტრუქტურულად ორგანიზებული დაცვის ხაზი. არ ვამბობ, რომ ისინი საუკეთესოები არიან, მაგრამ მათი კორდინაცია, აღნაგობა და პოზიციური თამაში მხოლოდ იმას გიტოვებს, რომ შეაქო მწვრთნელის ნამუშევარი.
მაგრამ მეორე, რაც შევამჩნიე იყო ის, რომ მათ ეშინიათ ბურთის დაკარგვის. ეშინიათ დაუშვან შეცდომა, თითქოს ამის გამო მათ მწვრთნელი დასჯის-ეს კი ძალიან მაშინებს. თვისება, რომელიც "მანჩესტერს" 50-ების მერე ახასიათებს-გამბედაობაა. ეს თვისება დღევანდელ "მანჩესტერს" არ აქვს. ჩვენ ვიცოდით, რომ თამაშის მანერა შეიცვლებოდა, ასევე ვიცოდით, რომ შეიცვლებოდა ტაქტიკური მონახაზიც, მაგრამ სანაცვლოდ გამბედაობას და კრეატივს ველოდით. ამ მომენტისთვის, გუნდს ორივე მაჩვენებელი აკლია.
ჩვენ ვხედავთ, როგორ მიდის ბურთი შემტევ სამეულთან, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ბურთი უკან დაცვაში ბრუნდება. არავინ არ იღებს თავზე პასუხისმგებლობას, რადგან ეშინიათ, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ისინი დაისჯებიან.
ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მე ვწერ იმას, რასაც ვგრძნობ და მაწუხებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვან გაალს მხარდაჭერა უნდა მოაკლდეს, პირიქით, მე მოგიწოდებთ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად დაუდექით მწვრთნელს გვერდით- ეს აუცილებელია. მაგრამ ის, რაც დღეს გუნდში ხდება, რთულია არ დაინახო.