თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2015, 17:14
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 6152,
კომენტარები: 2
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" 3-1 (მიმოხილვა)
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა
გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ.

პირველმა ტაიმმა მოსაწყენად და მომენტების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე მინოლეს შეცდომის შემდეგ შეიქმნა, როდესაც მარუან ფელაინიმ სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე მასპინძლები დაწინაურდნენ. 49-ე წუთზე მანჩესტერელებმა საჯარიმო დარტყმა ჭკვიანურად გაითამაშეს, ხუან მატამ საჯარიმოს მისადგომებთან უმეთვალყურეოდ მყოფ დეილი ბლინდს დაუგორა ბურთი, რომელმაც მინოლეს შანსი არ დაუტოვა და "იუნაიტედი" დააწინაურა. მანჩესტერელებმა მეორე გოლის გატანა 70-ე წუთზე მოახერხეს, ანდერ ერერას წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გოლად აქცია.

სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა 84-ე წუთზე მოახერხეს. კრისტიან ბენტეკემ საოცარი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. ზუსტად 2 წუთში შეცვლაზე შემოსულმა ენტონი მარტიალმა დებიუტი ულამაზესი გოლით აღნიშნა და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.

5 ტურის შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდი 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს "წითელი ეშმაკები" 20 სექტემბერს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ.

მიმოხილვები
2 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 სექტემბერი 2015 17:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარტიალის გოლის და დე ხეას სეივის ყურება არ მომწყინდება ალბათ foreveralonehappy ბენტეკემაც თავის სიტყვა თქვა, გოლიც ესეთი უნდა. მეორე ტაიმი მაგარი გამოვიდა ძაან, ანგარიშიც საჩვენო. მოკლედ კარგი ტური იყო
0
№2
ავტორი: Mufc7
13 სექტემბერი 2015 19:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
პირველ ტაიმს თუ არ ჩავთვლით, მეორე ტაიმში ყველაფერი იდეალური იყო, მარტიალს საუკეთესო დებიუტი გამოუვიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top