ლუკ შოუ ფიქრობს, რომ იმ სირთულეებმა, რომლებიც მან გასულ წელს განიცადა, ის უკეთესი გახადა. "აშკარაა, რომ გასული სეზონი ჩემთვის ძალიან რთული იყო. ახლა თავს ძალიან კარგად და თავდაჯერებულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, ამ წელს შევძლებ, ჩავატარო მატჩების მაქსიმალური რაოდენობა. გუნდის საზაფხულო შეკრებამდე ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი. ეს ძალიან დამეხმარა და ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ",-ციტირებს ლუკ შოუს სიტყვებს manutd.com-ი. "გასულ სეზონს სირთულეები არ მტოვებდნენ. არ ვფიქრობდი, რომ ტრავმები მთელი სეზონის განმავლობაში მექნებოდა. შეიძლება, ამან იმოქმედა ჩემს თავდაჯერებულობაზე, მე არ ვგრძნობდი ძალას, ისევ იმ დონეზე მეთამაშა, რაზეც მანამდე ვთამაშობდი. ახლა, მართალი რომ ვთქვათ, უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე "საუთჰემპტონში". ვპროგრესირებ, უკეთესი ვხდები და იმედი მაქვს, რომ ტრავმები ჩემთვის წარსულში დარჩა".
ასევე, მცველმა მხარი დაუჭირა გუნდის ახალბედას - ენტონი მარსიალს:"რა თქმა უნდა, ხალხი ბევრს ილაპარაკებს მასზე დახარჯულ თანხაზე. ასეთ შემთხვევას მეც გადავაწყდი გასულ წელს. უბრალოდ, არ ვაქცევდი ყურადღებას. ყოველთვის ნახავ ისეთ ადამიანს, რომელსაც სურს, დაწეროს შენზე რამე ცუდი. რა თქმა უნდა, მზად ვარ, დავეხმარო ენტონის გადალახოს ეს სირთულეები. ჩვენ კლუბში შეკრებილნი არიან შესანიშნავი ფეხბურთელები და პერსონალი, ასე რომ, ის აქ თავს კომფორტულად იგრძნობს".